დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016282 |
94
06/02/2014
ვებგვერდი, 11/02/2014
140130000.22.034.016282
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: |
ა)
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №556 ბრძანება; |
ბ)
„საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს №689 ბრძანება; |
გ)
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ოქტომბრის №1257 ბრძანება; |
დ)
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანება; |
ე)
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №10 ბრძანება; |
ვ)
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის №340 ბრძანება; |
ზ)
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 7 მარტის №198 ბრძანება; |
თ)
„საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 8 ივლისის №376 ბრძანება; |
ი)
„საქართველოს შსს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001 წლის 12 ოქტომბრის №399 ბრძანება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები