დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/16 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.111.016634 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2025 - 29/01/2026)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 2401 მუხლის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალურ ინსპექციას“ (ს/კ 415112149 ). |
| მუხლი 2 |
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესი“ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს თანდართული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა (დანართი №2). 3. დამტკიცდეს თანდართული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა (დანართი №3). 4. დამტკიცდეს თანდართული ახსნა-განმარტების ფორმა (დანართი №4). 5. დამტკიცდეს თანდართული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №5). 6. დამტკიცდეს თანდართული გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №6). 7. დამტკიცდეს თანდართული სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №7). |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის №12/46 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.111.016546). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები