ტექნიკური რეგლამენტის – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024758
363
23/10/2024
ვებგვერდი, 28/10/2024
300160070.10.003.024758
ტექნიკური რეგლამენტის – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №363

2024 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესი“.
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს მიიჩნევა, რომ ასევე აკმაყოფილებს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, გარდა ამ ტექნიკურ რეგლამენტში ქართულ ენაზე წარმოსადგენი ინფორმაციისა.
მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა არ ათავისუფლებს შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმოადგენს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
მუხლი 5
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტი – წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზისა და წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 აპრილის №163 დადგენილება.
მუხლი 6
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-5 მუხლისა, ამოქმედდეს  2025 წლის 31 დეკემბრიდან.

2. ამ დადგენილების მე-5 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე