დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.088.016068 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
05/42
17/10/2024
ვებგვერდი, 18/10/2024
140120000.22.088.016068
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (18/10/2024 - 02/02/2026)
|
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღად მიიჩნევა მხოლოდ ამ ბრძანებით დამტკიცებული ცეცხლსასროლი იარაღი. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში/სიაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) წარდგინებით, ან საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის/საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. |
| მუხლი 4 |
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. |
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები