„სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 17 ოქტომბრის №05/42/№76 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 02/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.098.016009
9
02/02/2026
ვებგვერდი, 03/02/2026
140120000.22.098.016009
„სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 17 ოქტომბრის №05/42/№76 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტის მინისტრი
 
საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი  ბრძანება  №9/№7

2026 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 17 ოქტომბრის №05/42/№76 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 17 ოქტომბრის №05/42/№76 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/10/2024, 140120000.22.088.016068) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3
ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში/სიაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) წარდგინებით, ან საქართველოს სპორტის მინისტრის/საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სპორტის მინისტრიშალვა გოგოლაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე