2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 122/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018540
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
122/ნ
18/07/2024
ვებგვერდი, 18/07/2024
430210000.22.022.018540
2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/07/2024 - 27/08/2024)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №122/ნ 

2024 წლის 18 ივლისი

ქ.თბილისი

 

2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​​​​6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის  № 67 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი




დანართი №1

2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი ადგენს 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს (შემდგომ − პროგრამული დაფინანსება).

2. პროგრამული დაფინანსების გზით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება მიზნად ისახავს:

ა) უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობას;

ბ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადებას, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;

გ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის გაზრდას.

მუხლი 2. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათთვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობები

1. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომ − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება):

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,524,500.00 ლარი;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 3,966,750.00 ლარი;

გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 900,000.00 ლარი;

დ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,124,000.00 ლარი;

ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 967,500.00 ლარი;

ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 562,500.00 ლარი;

ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 587,250.00 ლარი;

თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 659,250.00 ლარი;

ი) სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 207,000.00 ლარი;

კ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 225,000.00 ლარი.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებისა და ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამების ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, არაუგვიანეს შესაბამისი სასწავლო წლის 15 ნოემბრისა და 15 აპრილისა, ამტკიცებს ადგილების რაოდენობებს, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს დააფინანსებს სახელმწიფო.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ასევე, მასში შეტანილ ცვლილებას, გამოცემიდან ხუთი დღის ვადაში აგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ განსაზღვრული ადგილების დასაფინანსებლად აუცილებელი თანხის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი პროგრამული დაფინანსების მოცულობას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობის ვადით, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება მიმართოს:

ა) 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად;

ბ) იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სრულად არ შეივსება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობა.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ვერ აითვისებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანხას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აუთვისებელი თანხა მიმართოს ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ შესაბამის პროგრამებზე 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული, ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით უფრო მაღალი საკონკურსო ქულის მქონე სტუდენტების დასაფინანსებლად, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.

მუხლი 3. სტუდენტის სწავლის დაფინანსება

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე ჩარიცხული ყოველი სტუდენტის (გარდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ან სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტისა) სწავლის დასაფინანსებლად:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერიცხება არაუმეტეს 2250 ლარი;

ბ) თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.

2. თუ ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს.

მუხლი 4. 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების გაცემის პირობები

1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეზე, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად.

2. ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებიდან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევას, ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებულ სტუდენტთა საკონკურსო ქულების საფუძველზე, უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და მისი პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს უფლება, სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა.

4. მომდევნო სასწავლო წლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ათვისებული ექნება აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული  არანაკლებ 45 კრედიტი.

5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების ხანგრძლივობის ვადის ბოლო სასწავლო წელს სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას და ათვისებული აქვს ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტი.

მუხლი 5. სტუდენტის სტატუსის აღდგენის წესით ან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი და პირობები

1. პროგრამული დაფინანსება შეიძლება გაიცეს საქართველოს მოქალაქე, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ პროგრამაზე აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე.

2. თუ ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დასაფინანსებლად შეარჩევს იმ სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული აქვს უფრო მაღალი საკონკურსო ქულა.

3. ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების პროგრამული დაფინანსების ვადა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამული დაფინანსების ხანგრძლივობიდან დარჩენილი ვადით და ამ ვადაში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით,  ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

4. ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ სტუდენტების დაფინანსება, რომელთა რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ ბრძანების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების მიერ ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით/მობილობით გადასვლის შემთხვევაში ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ათვისებული კრედიტების რაოდენობა განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე პროგრამული დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

მუხლი 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროგრამული დაფინანსების განკარგვის შეზღუდვა

1. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პირის განმეორებით დაფინანსება პროგრამულად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის იმავე ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შემთხვევაში.

2. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მქონე, ასევე სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაფინანსება. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში იმ სტუდენტის დაფინანსება, რომელიც ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ პროგრამებზე ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით, ასევე, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით.

3. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში იმ სტუდენტის დაფინანსება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.

4. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში იმ სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც შესაბამისი სასწავლო წლის პირველი ნოემბრის (შემოდგომის სემესტრში) და პირველი აპრილისათვის (გაზაფხულის სემესტრში) შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.

5. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე არ გაიცემა სახელმწიფო დაფინანსება ამ წესის საფუძველზე, რაც არ ზღუდავს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლებას, სწავლა გააგრძელოს (ჩაირიცხოს) ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამების საგანმანათლებლო პროგრამაზე. ასეთი სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სტუდენტისათვის გამოყოფილი დაფინანსების გადატანა.

7. ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმების, აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა.

მუხლი 7. პროგრამული დაფინანსების გაცემა

1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.

2. თანხის გადარიცხვის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით, ყოველსემესტრულად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას სტუდენტთა რაოდენობის შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით გადასარიცხი თანხის ოდენობის მითითებით.

3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხ თანხას ანგარიშობს ამ წესის შესაბამისად, შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

ა) შესაბამისი დაფინანსების უფლების მქონედ განსაზღვრული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, მოქალაქეობა, სტუდენტის სტატუსი, პროგრამული დაფინანსების გაცემის სამართლებრივი საფუძვლები (შესაბამისი სამართლებრივი აქტის/აქტების რეკვიზიტები), ამ პროგრამისთვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობა, სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) და სტუდენტის სწავლის საფასური – პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით არსებული ინფორმაციის შესაბამისად;

ბ) აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში, გრანტის მოპოვების/გაუმჯობესების წელი და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური;

გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტზე გრანტის გადარიცხვის ჯერადობა, თითოეული გადარიცხვის შესაბამისად გადარიცხული თანხის ოდენობა, გრანტის დაკარგვის/გრანტის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია;

დ) ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ წესის მიხედვით, სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების რაოდენობა.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ზედამხედველი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაურიცხოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამული დაფინანსება არაუმეტეს ერთი სემესტრისთვის. ამ შემთხვევაში, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი სხვა დაფინანსებიდან (სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტები, პროგრამული დაფინანსება).

მუხლი 8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები

1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარჯვაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:

ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) პროგრამული დაფინანსების ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად:

ბ.ა) არაუგვიანეს პირველ ნოემბრამდე (შემოდგომის სემესტრში)/პირველ აპრილამდე (გაზაფხულის სემესტრში) უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული, ასევე, სტუდენტის სტატუსის აღდგენის წესითა და მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების შესახებ ინფორმაცია;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომლის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიის ფორმირება და დაადასტუროს, თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი დაფინანსების ოდენობის სისწორე;

ბ.გ) უზრუნველყოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, ასევე მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიის ფორმირებისას, ამ წესის შესაბამისად, მათ მიერ ათვისებული კრედიტების თაობაზე ინფორმაციის ასახვა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;

გ) განუმარტოს სტუდენტებს ამ წესით განსაზღვრული სახელმწიფო დაფინანსების მიღებისა და შენარჩუნების პირობები, ამ მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელობითი სიის ფორმირებამდე;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების თაობაზე;

ე) ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდგომ სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების თაობაზე.

მუხლი 9. პროგრამული დაფინანსების შემცირება ან/და გაცემაზე უარის თქმა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა არის პროგრამული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.) გადახდა.

მუხლი 10. სამინისტროს უფლებამოსილება

1. მინისტრი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისია (შემდგომ − კომისია).

2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების საფუძველზე, უფლებამოსილია შეიმუშაოს დასკვნა მომდევნო სასწავლო წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა წარედგინება მინისტრს.