„2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018679
44/ნ
16/06/2025
ვებგვერდი, 17/06/2025
430210000.22.022.018679
„2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
„2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №44/ნ

2025 წლის 16 ივნისი

ქ.თბილისი

„2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის №122/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 18/07/2024, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018540) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობის ვადით,  ბაკალავრიატის აკრედიტებულ არანაკლებ 180-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში, ხოლო არანაკლებ 240-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების ხანგრძლივობის ვადის ბოლო სასწავლო წელს სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას და ათვისებული აქვს არანაკლებ 120 კრედიტი, ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში და არანაკლებ 180 კრედიტი, ბაკალავრიატის არანაკლებ 240-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტი.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე