არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/05/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 040000000.32.061.016390
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
28/05/2024
ვებგვერდი, 30/05/2024
040000000.32.061.016390
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/05/2024 - 31/05/2024)

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

2024 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ

მუხლი 1
საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად,

1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №39 დადგენილებით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  „სულიერების ცენტრის“ სახელწოდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულოებების დაცვის ცენტრი“.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულოებების დაცვის ცენტრი“ ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სულიერების ცენტრის“ უფლებამონაცვლედ.

3. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. თევზაია) უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 22 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე