,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სულიერების ცენტრი“-ს სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 28 მაისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სულიერების ცენტრი“-ს სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 28 მაისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 040000000.32.061.016393
16
31/05/2024
ვებგვერდი, 04/06/2024
040000000.32.061.016393
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სულიერების ცენტრი“-ს სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 28 მაისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2024 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 28 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 28 მაისის №13 დადგენილებაში (სსმ, ვებრგვერდი, 30/05/2024წ., სარეგისტრაციო კოდი: 040000000.32.061.016390) და დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №39 დადგენილებით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,სულიერების ცენტრის“ სახელწოდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  ,,სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრი“.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრი“ ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  ,,სულიერების ცენტრის“ უფლებამონაცვლედ.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე