აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 280090050.32.061.016379
1
02/02/2024
ვებგვერდი, 06/02/2024
280090050.32.061.016379
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №1

2024 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.6. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის მქონე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით:

1.  დამტკიცდეს თანდართულიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1) და სოციალური ვაუჩერის ფორმა (დანართი №2).

2. ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ (. ჯაჭვლიანი) კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (. გარმელია).

4. ძალადაკარგულად გამოცხადდესაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის  №1 დადგენილება.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე




დანართი №1

აფხაზეთის  ავტონომიური   რესპუბლიკის   ოკუპირებული   ტერიტორიიდან ( ზემო   აფხაზეთი იძულებით   გადაადგილებულ   პირთა  –  დევნილთა   სოციალური   დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების   გაცემის  წესი

  მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან  (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომშიდევნილი) სოციალური  დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (შემდგომშიწესი) შემუშავებულია ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13  მუხლის მე-2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი სამართებლივი აქტების შესაბამისად.

2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის განსახორციელებლად და მის ფარგლებში საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ზემო აფხაზეთში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით შექმნილიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა  სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისია“ (შემდგომში – კომისია).

3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 2. ერთჯერადი დახმარება და მისი მიღების უფლება

1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.

2. ამ წესის მიზნებისთვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა ითვალისწინებს:

ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57 000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსებას:

ა.ა) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ორ წლამდე ასაკის ბავშვები, ერთ ბავშვსერთი ვაუჩერი;

ა.ბ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ტყუპები, თითოეულს  – ერთი ვაუჩერი;

ა.გ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, დამატებით – ერთი ვაუჩერი;

ა.დ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ბავშვი), დამატებით – ერთი ვაუჩერი;

ა.ე) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, დამატებით – ერთი ვაუჩერი;

ა.ვ) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც)  ომის ვეტერანია, დამატებით – ერთი ვაუჩერი;

ა.ზ) ოჯახს, სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი, დამატებით – ერთი ვაუჩერი;

ა.თ) ოჯახს, სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია, დამატებით – ერთი ვაუჩერი.

ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგებისთვის ( ამჟამად უმუშევარი   ან პენსიონერი )  –   ერთჯერად ფულად დახმარება .

3. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულ რამდენიმე კატეგორიას, ოჯახისათვის გასაცემი ვაუჩერის რაოდენობას განსაზღვრავს კომისია. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს სხვა ინფორმაციაც.

მუხლი 3. ერთჯერადი დახმარების მიღების პირობები , წარსადგენი დოკუმენტაცია და განცხადების რეგისტრაციის წესი

1. ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველმა პირმა (ბენეფიციარი), მშობელმა, ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია კატეგორიების მიხედვით:

ა) ზემო აფხაზეთიდან   დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესყიდვის, ვაუჩერის წესით დაფინანსებ ისათვის ( ერ თი ვაუჩერი – 310  (სამას ათი) ლარის ოდენობით) წარმოდგენილi უნდა იქნეს:

ა.) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ა.) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა;

ა.) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);

ა.) ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი);

ა.) ბავშვის მეურვის ან მზრუნველის პირადობის მოწმობა (ასლი);

ა.) არსებობის შემთხვევაშიმეურვის ან მზრუნველის დევნილის მოწმობა (ასლი);

ა.) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველის ოჯახის სტატუსის და სარეიტინგო ქულების შესახებ გაცემული არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა წარმომადგენლობაში განცხადების წარდგენამდე;

ა.თ)   არსებობის შემთხვევაში – ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის – ბავშვის  შესახებ;

ა.ი)  არსებობის შემთხვევაში – ცნობა  მშობლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ;

ა.კ)  არსებობის შემთხვევაში – ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.ლ) არსებობის შემთხვევაში – სამი ან მეტი არასრულწლოვანშვილიანი ოჯახის ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ა.) არსებობის შემთხვევაში – ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ა.ნ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა ონკოლოგიური დაავადების შესახებ(ფორმა №100 ). 

ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილ , ამჟამად უმუშევარ ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი   დახმარების   (250 ( ორასორმოცდა ათი )  ლარის) მიღების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ბ.) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ.) განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);

ბ.)  განმცხადებელის  ცნობა – საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ რომ განმცხადებელი, განცხადების წარდგენის თარიღიდან უკანასკნელი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში  არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი;

ბ.დ) ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ;

ბ.ე)  ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

2. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს წარმომადგენლობის იურიდიულ მისამართზე. განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი მისამართი, შესაბამისი კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი.

3. ჟურნალი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად დაბეჭდილი, დანომრილი და ყდაში ჩასმული.

4. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ იხსნება ერთჯერადი დახმარების მაძიებლის პირადი ბარათი, რომლის ნომერი უნდა ემთხვეოდეს განმცხადებლის სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებულ დახმარების მაძიებლის რიგით ნომერს და რომელშიც შეტანილი იქნება შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მუდმივი და დროებითი მისამართი, კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. პირად ბარათს თან დაერთვება განცხადება, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და იკვრება ერთ საქმედ.

5. დაუშვებელია ერთსა და იმავე ან მძიმე სოციალურად დაუცველ ოჯახზე (ამ წესის მიზნებისათვის ერთ ოჯახად ითვლება ერთსა და იმავე მისამართზე დევნილად დარეგისტრირებული ან სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთსა და იმავე მისამართზე დაფიქსირებული წევრები) ორ ან მეტჯერ ერთჯერადი დახმარების გაწევა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრთა დევნილად რეგისტრაციის მისამართსა და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მისამართს შორის არის განსხვავება. აღნიშნულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

მუხლი 4. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. კომისიას სამართლებრივი აქტით ქმნის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისაგან, რომელიც შეიძლება იმავდროულად იყოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და არანაკლებ 3 (სამი) კომისიის წევრისაგან. კომისიის მდივნის ფუნქცია, კომისიის გადაწყვეტილებით, ეკისრება კომისიის ერთ-ერთ წევრს. 

3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის სხდომებზე, რომელიც იმართება თვეში ერთხელ მაინც. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

4. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარეხოლო მისი არყოფნის შემთხვევაშიკომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

5. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები.

8. კომისიის თავმჯდომარე: 

ა) წარმართავს კომისიის მუშაობას;

ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას;

გ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;

დ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;

ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

9. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამის მასალებთან ერთად,  წარედგინება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართათვის თანხის გადარიცხვის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტსბრძანებას.

მუხლი 5. გადაწყვეტილების გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. წესში ცვლილებების შეტანა

წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად



დანართი №2

ა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან  ორ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების

სოციალური ვაუჩერი №

ბენეფიციარის სახელი, გვარი –

დაბადების წელი 

პირადი ნომერი –

მისამართი –

ვაუჩერის გაცემის თარიღი 

ვაუჩერის მოქმედების ვადა    10 კალენდარული დღე

პროგრამით გათვალისწინებული

  დაფინანსების მოცულობა –   310 (სამას ათი) ლარი

გავეცანი პირობებს და ვაუჩერი მივიღე უფასოდ:

ხელმოწერა: ბენეფიციარი _______________________________

ან კანონიერი წარმომადგენელი

 

 

ბ.

სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან  ორ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების

სოციალური ვაუჩერი №-

ბენეფიციარის სახელი, გვარი 

დაბადების წელი  – 

პირადი ნომერი –

მისამართი –

  ვაუჩერის გაცემის თარიღი –

ვაუჩერის მოქმედების ვადა  – 10 კალენდარული დღე

პროგრამით გათვალისწინებული

  დაფინანსების მოცულობა  –  310 (სამას ათი) ლარი

აუცილებლად გაეცანით უკანა გვერდს!

მომსახურების მომწოდებელი დაწესებულება:

(სააფთიაქო ქსელის დასახელება)

  ხელმძღვანელი

 

 

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

 

გახსოვდეთ!

 

პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება გაეწევათ არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების  ორ წლამდე ასაკის ბავშვებს კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით. დახმარება ოჯახს შეუწყდება 2 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან. დახმარება განხორციელდება სოციალური ვაუჩერის აფთიაქში წარდგენით და მასში აღნიშნული თანხის შესაბამისი საქონლის მიღების ფორმით.

ვაუჩერი ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ.

პროგრამის ბენეფიციარს უფლება აქვს ბავშვის კვების და ჰიგიენის საგნები შეიძინოს საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებად, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ არჩეულ  სააფთიაქო ქსელში.

ბენეფიციარი ვალდებულია აფთიაქის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტუროს საქონლის მიღება, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შესანახად. დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი და ვაუჩერი რჩება აფთიაქში.

 

გაითვალისწინეთ! სოციალური ვაუჩერი ძალაშია მხოლოდ მასში აღნიშნული ვადით. ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელს უფლება აქვს შესაბამისი განცხადებით მიმართოს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას.

 

ცხელი ხაზი; ტელ.: 577 09 24 72

 

 

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

წარმომადგენლობა

 

გახსოვდეთ!

 

პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება გაეწევათ არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულის მქონე  ოჯახების   ორ წლამდე ასაკის ბავშვებს კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით. დახმარება ოჯახს შეუწყდება 2 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან. დახმარება განხორციელდება სოციალური ვაუჩერის აფთიაქში წარდგენით და მასში აღნიშნული თანხის შესაბამისი საქონლის მიღების ფორმით.

ვაუჩერი ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ.

პროგრამის ბენეფიციარს უფლება აქვს ბავშვის კვების და ჰიგიენის საგნები შეიძინოს საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებად, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ არჩეულ   სააფთიაქო ქსელში.

ბენეფიციარი ვალდებულია აფთიაქის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტუროს საქონლის მიღება, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შესანახად. დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი და ვაუჩერი რჩება აფთიაქში.

 

გაითვალისწინეთ! სოციალური ვაუჩერი ძალაშია მხოლოდ მასში აღნიშნული ვადით. ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელს უფლება აქვს შესაბამისი განცხადებით მიმართოს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას.

 

ცხელი ხაზი; ტელ.: 577 09 24 72