დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 2 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090050.32.061.016402 |
|
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 2 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 2 თებერვლის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/02/2024წ., სარეგისტრაციო კოდი: 280090050.32.061.016379) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის (შემდგომში –„წესი“) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსებას: ა.ა) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები, ერთ ბავშვს – ერთი ვაუჩერი; ა.ბ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ტყუპები, თითოეულს – ერთი ვაუჩერი; ა.გ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, დამატებით – ერთი ვაუჩერი; ა.დ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ბავშვი), დამატებით – ერთი ვაუჩერი; ა.ე) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, დამატებით – ერთი ვაუჩერი; ა.ვ) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია, დამატებით – ერთი ვაუჩერი; ა.ზ) ოჯახს, სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი, დამატებით – ერთი ვაუჩერი; ა.თ) ოჯახს, სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია, დამატებით – ერთი ვაუჩერი.“. 2. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესყიდვის, ვაუჩერის წესით დაფინანსებისათვის – (ერთი ვაუჩერი – 310 (სამას ათი) ლარის ოდენობით) წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა; ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); ა.დ) ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი); ა.ე) ბავშვის მეურვის ან მზრუნველის პირადობის მოწმობა (ასლი); ა.ვ) არსებობის შემთხვევაში – მეურვის ან მზრუნველის დევნილის მოწმობა (ასლი); ა.ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველის ოჯახის სტატუსის და სარეიტინგო ქულების შესახებ, გაცემული არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა წარმომადგენლობაში განცხადების წარდგენამდე; ა.თ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის – ბავშვის შესახებ; ა.ი) არსებობის შემთხვევაში – ცნობა მშობლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ; ა.კ) არსებობის შემთხვევაში – ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; ა.ლ) არსებობის შემთხვევაში – სამი ან მეტი არასრულწლოვანშვილიანი ოჯახის ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ა.მ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ; ა.ნ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა ონკოლოგიური დაავადების შესახებ(ფორმა №100).“. 3. დადგენილებით დამტკიცებული სოციალური ვაუჩერის ფორმა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დანართი №2 ა. სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების სოციალური ვაუჩერი № ბენეფიციარის სახელი, გვარი - დაბადების წელი - პირადი ნომერი - მისამართი - ვაუჩერის გაცემის თარიღი - ვაუჩერის მოქმედების ვადა – 10 კალენდარული დღე. პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა – 310 (სამას ათი) ლარი; გავეცანი პირობებს და ვაუჩერი მივიღე უფასოდ: ხელმოწერა: ბენეფიციარი _______________________________ ან კანონიერი წარმომადგენელი ბ. სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების სოციალური ვაუჩერი № ბენეფიციარის სახელი, გვარი - დაბადების წელი – პირადი ნომერი - მისამართი - ვაუჩერის გაცემის თარიღი - ვაუჩერის მოქმედების ვადა – 10 კალენდარული დღე პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა – 310 (სამას ათი) ლარი. აუცილებლად გაეცანით უკანა გვერდს! მომსახურების მომწოდებელი დაწესებულება:
ხელმძღვანელი
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა გახსოვდეთ!
პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება გაეწევათ არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს, კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით. დახმარება ოჯახს შეუწყდება 4 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან. დახმარება განხორციელდება სოციალური ვაუჩერის აფთიაქში წარდგენით და მასში აღნიშნული თანხის შესაბამისი საქონლის მიღების ფორმით. ვაუჩერი ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ. პროგრამის ბენეფიციარს უფლება აქვს, ბავშვის კვების და ჰიგიენის საგნები შეიძინოს საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებად, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ არჩეულ სააფთიაქო ქსელში. ბენეფიციარი ვალდებულია აფთიაქის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტუროს საქონლის მიღება, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შესანახად. დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი და ვაუჩერი რჩება აფთიაქში. გაითვალისწინეთ! სოციალური ვაუჩერი ძალაშია მხოლოდ მასში აღნიშნული ვადით. ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელს უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას. ცხელი ხაზი; ტელ.: 577 09 24 72 ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა გახსოვდეთ!
პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება გაეწევათ არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს, კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით. დახმარება ოჯახს შეუწყდება 4 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან. დახმარება განხორციელდება სოციალური ვაუჩერის აფთიაქში წარდგენით და მასში აღნიშნული თანხის შესაბამისი საქონლის მიღების ფორმით. ვაუჩერი ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ. პროგრამის ბენეფიციარს უფლება აქვს, ბავშვის კვების და ჰიგიენის საგნები შეიძინოს საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებად, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ არჩეულ სააფთიაქო ქსელში. ბენეფიციარი ვალდებულია აფთიაქის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტუროს საქონლის მიღება, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შესანახად. დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი და ვაუჩერი რჩება აფთიაქში. გაითვალისწინეთ! სოციალური ვაუჩერი ძალაშია მხოლოდ მასში აღნიშნული ვადით. ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელს უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას. ცხელი ხაზი; ტელ.: 577 09 24 72 “. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები