დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090050.32.061.016420 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.6. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის მქონე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1) და სოციალური ვაუჩერის ფორმა (დანართი №2). 2. ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ (მ. ჯაჭვლიანი) კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ. 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ნ. ჯალაღონია). 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 2 თებერვლის №1 დადგენილება. 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
დანართი №2
დამტკიცებულია აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის #1 დადგენილებით
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების სოციალური ვაუჩერი N- ბენეფიციარის სახელი, გვარი – დაბადების წელი – პირადი ნომერი – მისამართი – ვაუჩერის გაცემის თარიღი – ვაუჩერის მოქმედების ვადა – 10 კალენდარული დღე პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა – 310 (სამას ათი) ლარი გავეცანი პირობებს და ვაუჩერი მივიღე უფასოდ: ხელმოწერა: ბენეფიციარი _______________________________ ან კანონიერი წარმომადგენელი
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების სოციალური ვაუჩერი N- ბენეფიციარის სახელი, გვარი დაბადების წელი – პირადი ნომერი – მისამართი – ვაუჩერის გაცემის თარიღი – ვაუჩერის მოქმედების ვადა – 10 კალენდარული დღე პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა – 310 (სამას ათი) ლარი აუცილებლად გაეცანით უკანა გვერდს! მომსახურების მომწოდებელი დაწესებულება:
ხელმძღვანელი
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა გახსოვდეთ! პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება გაეწევათ არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით. დახმარება ოჯახს შეუწყდება 4 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან. დახმარება განხორციელდება სოციალური ვაუჩერის აფთიაქში წარდგენით და მასში აღნიშნული თანხის შესაბამისი საქონლის მიღების ფორმით. ვაუჩერი ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ. პროგრამის ბენეფიციარს უფლება აქვს, ბავშვის კვების და ჰიგიენის საგნები შეიძინოს საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებად, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ არჩეულ სააფთიაქო ქსელში. ბენეფიციარი ვალდებულია აფთიაქის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტუროს საქონლის მიღება, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შესანახად. დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი და ვაუჩერი რჩება აფთიაქში. გაითვალიწინეთ! სოციალური ვაუჩერი ძალაშია მხოლოდ მასში აღნიშნული ვადით. ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელს უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას. ცხელი ხაზი: ტელ.: 577 09 24 72
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა გახსოვდეთ! პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება გაეწევათ არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით. დახმარება ოჯახს შეუწყდება 4 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან. დახმარება განხორციელდება სოციალური ვაუჩერის აფთიაქში წარდგენით და მასში აღნიშნული თანხის შესაბამისი საქონლის მიღების ფორმით. ვაუჩერი ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ. პროგრამის ბენეფიციარს უფლება აქვს, ბავშვის კვების და ჰიგიენის საგნები შეიძინოს საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქცინირებად, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ არჩეულ სააფთიაქო ქსელში. ბენეფიციარი ვალდებულია აფთიაქის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტუროს საქონლის მიღება, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შესანახად. დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი და ვაუჩერი რჩება აფთიაქში. გაითვალიწინეთ! სოციალური ვაუჩერი ძალაშია მხოლოდ მასში აღნიშნული ვადით. ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელს უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას. ცხელი ხაზი: ტელ.: 577 09 24 72 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები