დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1194 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 08/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.027.007.542 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/07/2005 - 15/07/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.542
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1194
2005 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებით შექმნილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გოჩა ვაჭარაძე – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის უფროსი;
ბ) გუგული თავაძე – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს უფროსი;
გ) ზაურ აბაშვილი – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;
დ) გიორგი ნოზაძე – სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის საჯარო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი;
ე) სულხან სისაური – პარლამენტთან ურთიერთობის, სამართალშემოქმედებისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილე;
ვ) ვასილ გონაშვილი – პარლამენტთან ურთიერთობის, სამართალშემოქმედებისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის კერძო სამართლის სამმართველოს უფროსი;
ზ) მაკა ჭანტურიძე – სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის საფინანსო და სამეწარმეო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს მრჩეველი, სამუშაო ჯგუფის მდივანი;
თ) ინგა ქომეთიანი – ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი;
ი) რამაზ ღულაძე – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი;
კ) გვანცა აბაზაძე – ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურის უფროსი;
ლ) ირაკლი გაფრინდაშვილი – ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი;
მ) ეკატერინე ლაფაჩი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფის თანდართული დებულება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფის (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი)
დებულება
მუხლი 1. სამუშაო ჯგუფის დანიშნულება
1. სამუშაო ჯგუფი შექმნილია ,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილების შესაბამისად.
2. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზი.
მუხლი 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა
1. სამუშაო ჯგუფი შედგება სამუშაო ჯგუფის უფროსისა და წევრებისაგან.
2. სამუშაო ჯგუფის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცება, მასში წევრთა შეყვანა ან ჯგუფიდან წევრთა გამოყვანა წარმოადგენს მინისტრის კომპეტენციას.
მუხლი 3. სამუშაო ჯგუფის უფლება-მოვალეობანი
1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოითხოვოს და მიიღოს მისი ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
ბ) მოახდინოს მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
გ) მოიძიოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია:
ა) 2005 წლის 22 აგვისტომდე, შეიმუშაოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტების ერთიანი ნუსხა, რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს გაუქმებას (ძალადაკარგულად გამოცხადებას), გარკვეულ კორექტირებას, ან შეესაბამება უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს.
ბ) სამუშაო ჯგუფმა ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთიან ნუსხაში მითითებულ ყოველ სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით შეიმუშაოს რეკომენდაცია სათანადო არგუმენტაციით (მათი ძალადაკარგულად გამოცხადების, გადასინჯვის თუ მოქმედი რედაქციით არსებობის საჭიროების თაობაზე).
მუხლი 4. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი
1. სამუშაო ჯგუფის სხდომები მოიწვევა არანაკლებ კვირაში ერთხელ.
2. სამუშაო ჯგუფის უფროსი კოორდინაციას უწევს ჯგუფის მუშაობას, ანაწილებს მოვალეობებს სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის, ადგენს სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგს თავისი ინიციატივით ან სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრის წინადადებით.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი იწვევს სამუშაო ჯგუფის წევრებს სხდომაზე, აფორმებს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმებს.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სამუშაო ჯგუფის წევრთა ორ მესამედზე მეტი.
5. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მიიღება სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამუშაო ჯგუფის უფროსის ხმა.
მუხლი 5. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები