საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 613
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100070000.22.027.017107
613
21/09/2020
ვებგვერდი, 22/09/2020
100070000.22.027.017107
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №613

2020 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 21 დეკემბრის №398 ბრძანება;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა და მსჯავრდებულთა სადღეღამისო კვების ნორმებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მაღაზიებში კვების პროდუქტების ასორტიმენტის განსაზღვრის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 თებერვლის №39 ბრძანება;

გ) „ქ. თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 10 იანვრის №6 ბრძანება;

დ) „ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 აგვისტოს №682 ბრძანება;

ე) „ქ. თბილისის №7 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 აგვისტოს №681 ბრძანება;

ვ) „№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 21 თებერვლის №263 ბრძანება;

ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2006 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 იანვრის №63 ბრძანება;

თ) „№6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. რუსთავი) შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 21 დეკემბრის №2343 ბრძანება;

ი) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის №2158 ბრძანება;

კ) „№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №2149 ბრძანება;

ლ) „ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის №1890 ბრძანება;

მ) „№1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) და №5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილებების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №1820 ბრძანება;

ნ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №1 საპყრობილის გაუქმებისა და ქ. თბილისის №1 და №5 საპყრობილეების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №1819 ბრძანება;

ო) „№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №1797 ბრძანება;

პ) „№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №1798 ბრძანება;

ჟ) „№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 12 ივლისის №1215 ბრძანება;

რ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №1194 ბრძანება;

ს) „სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამის განხორციელების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის №1111 ბრძანება;

ტ) „საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 21 ივნისის №760 ბრძანება;

უ) „საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 30 აპრილის №493 ბრძანება;

ფ) „№2 საპყრობილეში (ქ. ქუთაისი), №3 საპყრობილეში (ქ. ბათუმი), №4 საპყრობილესა (ქ. ზუგდიდი) და №5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) საპატიმრო განყოფილებების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №289 ბრძანება;

ქ) „№7 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №78 ბრძანება;

ღ) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №79 ბრძანება;

ყ) „№3 საპყრობილეში (ქ. ბათუმი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 თებერვლის №71 ბრძანება;

შ) „№5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) №1 სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 თებერვლის №69 ბრძანება;

ჩ) „№2 საპყრობილეში (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 თებერვლის №70 ბრძანება;

ც) „№4 საპყრობილეში (ქ. ზუგდიდი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 თებერვლის №72 ბრძანება;

ძ) „საპყრობილის სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 12 ივლისის №593 ბრძანება;

წ) „საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 19 ივლისის №594 ბრძანება;

ჭ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების დოკუმენტაციის დროებითი ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24 ივნისის №486 ბრძანება;

ხ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 აპრილის №304 ბრძანება;

ჯ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 იანვრის №34 ბრძანება;

ჰ) „სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანება;

1) „№1 საპყრობილესა (ქ. თბილისი) და №2 საპყრობილეში (ქ. ქუთაისი) სატუსაღო განყოფილებების შექმნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 31 მაისის №84 ბრძანება;

2) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების დანაყოფების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 1 მარტის №31 ბრძანება;

3) „საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისა და ძებნის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის №372 ბრძანება;

4) „სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 1 ოქტომბრის №158 ბრძანება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი