დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №1194 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 15/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.027.007.559 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.559
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1273
2005 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №1194 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №1194 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №81, მუხ. 866) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტები:
,,ნ) მადონა კორძაძე – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს მრჩეველი;
ო) ბადრი კოჭლამაზაშვილი – საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორის მოადგილე;
პ) მამუკა ანდღულაძე – საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს უფროსი;
ჟ) მიხეილ ღურწკაია – სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
რ) გიორგი არსოშვილი – სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მრჩეველი;
ს) ნინო ლაპიაშვილი – სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის სახელმწიფო რეგისტრაციის სამმართველოს მრჩეველი;
ტ) ეკა ონიანი – იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართლებრივი პროექტების კოორდინატორი;
უ) პაატა პაპუაშვილი – მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი;
ფ) ნატო გაგნიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ქ) გიორგი ვაშაძე – ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი;
ღ) თამთა ქოჩაკიძე – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის უფროსი;
ყ) ია მესხი – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის უფროსის მოადგილე;
შ) ნატო გუგავა – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების უფროსი;
ჩ) მაკა გუმბერი – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პრეს-მდივანი;
ც) თინათინ ღოღელიანი – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს სამართლებრივ საკითხთა განყოფილების უფროსი;
ძ) გიგა მაღლაკელიძე – სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები