დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.106.016441 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (29/12/2023 - 26/01/2024)
|
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული გეგმის მე-5 მუხლისა და „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილების მე-2 მუხლის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული გეგმის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმა
|
თავი I. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
1.1. შესავალი წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრას და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნთ.
1.2. გეგმის მიზანი გეგმის მიზანია: - საგანგებო სიტუაციებისაგან ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; - ადგილობრივ დონეზე, საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება; - საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელ ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა; - ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა; - ადგილობნრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.
1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები ხობის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად. საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება №1 დანართში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტის მერია, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები არიან: საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი; ხობის მუნიციპალიტეტის მერი; ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე; ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი
1.5. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მისი ფართობი შეადგენს 67600 ჰა-ს, საიდანაც 29454 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხოლო 14254 ჰა ტყეებს უჭირავს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ჩრდილოეთით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჩხოროწყუს, აღმოსავლეთით - სენაკის, სამხრეთით - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ-დასავლეთით - ქალაქი ფოთი, დასავლეთით - შავიზღვა. საქსტატის (geostat.ge) 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნება შეადგენდა 30548-ს. მათ შორის 15539 ქალი და 15009 კაცი.მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრში (ქ. ხობი) 4242. გენდერული ბალანსი: 45% კაცი და 55% ქალი. მუნიციპალიტეტში 58 დასახლებაა, მათ შორის 1 ქალაქი და 57 სოფელი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 26 საჯარო და 1 კერძო სკოლა, 25 სკოლამდელი აღზრდისა და 22 სამედიცინო დაწესებულებაა. მანძილი თბილისიდან 412 კმ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან - 30 კმ. სენაკის მუნიციპალიტეტიდან - 18 კმ. უახლოესი საზღვაო პორტი ფოთი - 35 კმ. უახლოესი აეროპორტი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 75 კილომეტრშია. მუნიციპალიტეტს კვეთს სახელმწიფო მნიშვნელობის ორი ავტომაგისტრალი: თბილისი-სენაკი-ლესელიძე, თბილისი-ფოთი-სარფი. ხობის მუნიციპალიტეტი მოქცეულია კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო-კლიმატურ ზონაში, რომელიც ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურა +14 0C-ია, ნალექების წლიურისაშუალო რაოდენობა კი 1700-1825 მმ. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა (240-320 მმ) შემოდგომაზე (სექტემბერი-ოქტომბერი) მოდის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ხობისწყალი, რიონი, ცივი, ჭურია, რიონი და დაქსელილია მათი შენაკადებით. ბუნებრივი საფრთხეებიდან დამახასიათებელია ძლიერი ქარი, ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, მეწყერი, სანაპიროს წარეცხვა და მდინარის ნაპირების ეროზია. მდ. ხობისწყლის წყალდიდობების შედეგად სოფლებში: ძველი ხიბულა, ახალი ხიბულა, საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ბია, პირველი ხორგა, შუა ხორგა, ქარიატა და ყულევი წაირეცხვის საშიშროების ზონაშია დაახლოებით 100 ჰა. ფართობი. მდინარე ხობისწყლის კალაპოტში მდინარის გვერდითი ეროზია ფიქსირდება მეორე გურიფულის, გაღმა და გამოღმა ქარიატის დასახლებებში, სადაც ეროზიული ნაპირგარეცხვების სიგრძე 750 მეტრს აღემატება. სოფელ ძველი ხიბულის ტრიტორიაზე ორივე ნაპირზე დაფიქსირებულია დენად პლასტიკური ტიპის მეწყერი, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ინფრასტრუქტურას. პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სანაპირო ტიპის მეწყერი შეადგენს 75 მ-ს. მეწყრული ზონები დაფიქსირებულია გაღმა საჯიჯაოს, ნოჯიხევის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მდინარე რიონის ადიდებისას რისკის ზონაში მოქცეულია საგვიჩიოს, პატარა ფოთის, ნაწილობრივ ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორია. ბუნებრივი კატასტროფები საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. კერძოდ: ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის საშუალო წლიური მიმართულებაა აღმოსავლეთის (54,4%), რომლის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 101-დან 144 კმ./სთ-ს. ძლიერი ქარი ყოველწლიურად აზიანებს დაახლოებით 100-დან 150-მდე ოჯახს, ქალაქში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს, ადმინისტრაციულ შენობებს და კერძო ინფრასტრუქტურას. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ბოლო 10 წელიწადში დახარჯულია 10 მილიონ ლარზე მეტი. წყალდიდობა და მეწყერი ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიანებს შიდა სასოფლო გზებს და ხიდებს. ძლიერი წვიმით გამოწვეული გაზაფხულის მოვარდნები სეზონზე დაახლოებით 5-7 ჯერ ფიქსირდება და 1-დან 15 დღემდე გრძელდება, მათი სიმაღლე გაზაფხულის წყალდიდობის მაქსიმალურ დონეზე 20-40 სმ-ით მეტია. ზაფხულის (VII-IX) მოვარდნები უფრო იშვიათია (სეზონზე 4-6) ზაფხულის წყალმოვარდნები ხანმოკლეა (1-6 დღე, იშვითად - 14). სეზონური და წლიური მაქსიმუმები უმეტესად ზაფხულში ფიქსირდება. შემოდგომის წყალმოვარდნებს საკმაოდ ხშირად აქვთ ადგილი (სეზონზე 7-9) და ზაფხულის წყალმოვარდნების მსგავსად ახასიათებთ მკვეთრი პიკური მაჩვენებლები (ძირითადად მდინარეების ქვედა დინებაში). სახნავ-სათესი მიწების რაოდენობა 2002 წლის მონაცემებთან შედარებით მდინარეთა ნაპირების წარეცხვისა და ღვარცოფების გამო მნიშვნელოვნად შემცირებულია (დაახლოებით 200 ჰა) მუნიციპალიტეტში 90-მდე ფერმერული მეურნეობაა, რომელთა საქმიანობა პირდაპირაა დამოკიდებული ბუნებრივი, ტექნოგენური თუ სხვა საგანგებო სიტუაციების გავლენაზე, სახელმწიფოს მიერ გაწეულ პრევენციულ და აღდგენით სამუშაოებზე.
1.6. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა 1.6.1. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქ. №189-ში. შენობაში ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის მერია (I-III-IV სართულები), მუნიციპალიტეტის საკრებულო (II სართული), ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი (III სართული). ოთხსართულიანი ადმინისტრაციული შენობა სამშენებლო ქვით არის აშენებული და გადახურულია პროფილირებული თუნუქის ფურცლებით, სასხვენო გადახურვა წარმოადგენს ხის კონსტრუქციებს. შემოსავლელი სივრცე და სართულთაშორისი კიბეები მოპირკეთებულია მარმარილოთი. სართულების სიმაღლეა 3,70 მ. სართულთაშორისი გადახურვა: ფილა-ბეტონი. კარ-ფანჯარები დამზადებულია მეტალოპლასტმასით და მდფ-ის მასალით. შიდა ოთახების გამყოფი კედლები და ჭერი შეღებილი და შებათქაშებულია. გამონაკლისს წარმოადგენს მეორე სართულზე არსებული საკრებულოს დარბაზი და მეოთხე სართულზე განთავსებული მერის სამუშაო კაბინეტი, სადაც კედლებზე გადაკრულია ხის მასალა. სამუშაო ოთახების ძირითად ნაწილი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაგებული პარკეტითაა მოპირკეთებული. გარდა მეორე და მესამე სართულზე არსებული საკონფერენციო დარბაზებისა და 5 სამუშაო კაბინეტისა, სადაც დაგებულია ლამინირებული პარკეტი. შენობა არის მე-III ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია წყალი და დენი. შენობა არ არის გაზიფიცირებული. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობას ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება 3 სართულიანი კულტურის სახლის შენობა (მისამართი: ცოტნე დადიანის ქ. №187), აღმოსავლეთ მხარეს - 2 სართულიანი სპორტული კომპლექსი (ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრი“), ჩრდილოეთით - ხობის ცენტრალური სტადიონი. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა შეადგენს 123 თანამშრომელს. 1.6.2. ხობის კულტურის სახლის შენობა ხობის კულტურის სახლის შენობა მდებარეობს ცოტნე დადიანის ქ. №187-ში. აშენებულია 1981 წელს. სამსართულიანი შენობის ფართობი შეადგენს 2370 მ2-ს. სართულთაშორისი გადახურვა - ბეტონის ფილებით. სხვენის გადახურვა - ბეტონის ფილებითა და ხის კონსტრუქციებით. შენობა გადახურულია თუნუქის სახურავით 2019 წელს. კარ-ფანჯარები დამზადებულია მეტალოპლასტმასით და მდფ-ის მასალით. შენობის 0 სართულზე არსებული თავშესაფრის ფართი და მოცულობა შეადგენს 120/336 მ-ს და ტევადობა გათვლილია 120 ადამიანზე. აღნიშნული ფართი დამატებით საჭიროებს შესაბამისი სტანდარტებით კეთილმოწყობას. შენობის პირველ სართულზე მარმარილოთი მოპირკეთებული ფოიე და 480 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზია, რომლის კედელები ძირითადად ხის მასალითაა დაფარული, ამავე სართულზეა განთავსებული ერთი სარეპეტიციო სივრცე, 5 კულისი და სანიტარულ-ჰიგიენური კვანძები. შენობის მეორე სართულზე 16 ოთახი და 2 მცირე დარბაზია. საკონფერენციო დარბაზი - 120 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო სამუსიკო სკოლის დარბაზი - 80 მაყურებელზე. 1.6.3. სასიცოცხლო და სტრატეგიულ ობიექტებს წარმოადგენს საავადმყოფო, ამბულატორიები, პოლიკლინიკები, სურსათის მაღაზიები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
1.7. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომ - შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე. შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყონებლივ. შტაბის შეკრების მიზანია: მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედებები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი ან მისგან უფლებამოსილი პირი. შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით. შტაბის ძირითადი ამოცანებია: ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი; ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება; გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება; დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება; ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით; ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება; ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება; თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება; ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში; კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება. შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილი №1-ში.
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები ცხრილი №1
1.8. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა 1.8.1. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს საკონატაქტო ტელეფონებზე, როგორც sms შეტყობინების დაგზავნა, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია თითოეულ წევრთან, დანართი №5-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით. სატელეფონო და sms შეტყობინების უზრუნველმყოფ სტრუქტურას წარმოადგენს მერიის ადმინისტრაციული სამსახური. მუნიციპალიტეტში ჰიდრო-მეტეოროლოგიური სადგური ან კატასტროფების წინასწარი შეტყობინების სისტემა არ არის. მუნიციპალიტეტის მერიაში ამინდის გაუარესების გამო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ შეტყობინება შემოდის გარემოს ეროვნული სააგენტოდან sms შეტყობინების სახით, ხოლო ყოველდღიური ამინდის პროგნოზი მერიის ელექტრონულ ფოსტაზე, აღნიშნული ინფორმაციები ავტომატურ რეჟიმში ეგზავნებათ პასუხისმგებელ პირებსა და მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში. საგანგებო სიტუაციებზე, მათ შორის ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას კი სამაშველო სამსახური უზრუნველყოფს. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ შეტყობინებების სახით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით. შეტყობინების დუბლირება ხდება პოლიციის მიერ საპატრულო მანქანების ხმამაღლა მოლაპარაკეების საშუალებით.
1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია №7 და №8 დანართებში.
1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართ №11-ში.
1.11. ევაკუაცია მოსახლეობის დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას; მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის გეგმა წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია ადმინისტრაციული შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას.
1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით); გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.
თავი II. მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება
2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების ანალიზი 2.1.1. საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ (ნოემბერი 2015) საფუძველზე. 2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ქარიშხალი, მდინარის ნაპირების გარეცხვა, ტყის ხანძარი; ბ) ხობის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ბოლო 10 წელიწადში დაიხარჯა 10 მილიონ ლარზე მეტი. ეს თანხა ძირითადად მოხმარდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გაბიონების მოწყობას, ხიდ-ბოგირების აშენებას და გზების რეაბილიტაციას; გ) ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძარსაშიში და ქიმიურად საშიში ობიექტებია: 1. შპს „შავი ზღვის ტერმინალი“, საიდაც ხდება ქიმიურად საშიში და ადვილად აალებადი ნივთიერებების - ნავთობისა და გაზის ტრანზიტული ტვირთების გატარება. 2. კერძო ბენზინგასამართი სადგურები. 3. შპს „შარა-გზამშენი პირველი“ - ასფალტის დამამზადებელი ქარხანა, ადვილად აალებად ნივთიერებათა მარაგით. 4. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“.
2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება. 2.2.1. რისკის შეფასების დრო: 2023 წლის ნოემბერი რისკის შეფასების მიზნით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საგანგებო მართვის შტაბთან კოორდინაციით ორგანიზება გაუწია რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრას, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები.
2.2.2. რისკის შეფასების მეთოდოლოგია: რისკის შეფასების მეთოდოლოგია - სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიული ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი და ტექნოგენური მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საფრთხეთა იდენტიფიკაცია. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამის სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.
2.2.3. რისკის შეფასების შედეგები და აღწერა ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:
თავი III. რისკების აღწერილობა/სცენარი
ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები. დანართი №12 - წყალმოვარდნა დანართი №13 - ქარიშხალი სცენარი დანართი №15 - მეწყერი დანართი №18 - ევაკუაციის გეგმა (რუკა) ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია მერიის შენობაში გამოვლენილი შიდა საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები. დანართი №14- ქარიშხალი ზეგავლენა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე. დანართი №17 - ხანძარი მერიის შენობაში
თავი IV. გეგმის დანართები გეგმის დანართები წარმოდგენილია №3 ცხრილის სახით:
ცხრილი №3
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები