„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016452
5
26/01/2024
ვებგვერდი, 30/01/2024
010250020.35.106.016452
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 26 იანვარი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (www.matsne.gov.ge,  29/12/2023 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული 1.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.5.  მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები

ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მისი ფართობი შეადგენს 67600 ჰა-ს, საიდანაც 29454 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხოლო 14254 ჰა ტყეებს უჭირავს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ჩრდილოეთით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩხოროწყუს, აღმოსავლეთით – სენაკის, სამხრეთით – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ-დასავლეთით – ქალაქი ფოთი, დასავლეთით – შავიზღვა.

საქსტატის (geostat.ge) 2014 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენდა 30548-ს – 15539 ქალი და 15009 კაცი.მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრში (ქ. ხობი) 4242. გენდერული ბალანსი: 45% კაცი და 55% ქალი.

მუნიციპალიტეტში 58 დასახლებაა, მათ შორის 1 ქალაქი და 57 სოფელი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 26 საჯარო და 1 კერძო სკოლა, 25 სკოლამდელი აღზრდისა და 22 სამედიცინო დაწესებულებაა.

მანძილი თბილისიდან 412 კმ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან – 30 კმ. სენაკის მუნიციპალიტეტიდან – 18 კმ. უახლოესი საზღვაო პორტი ფოთი – 35 კმ. უახლოესი აეროპორტი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 75 კილომეტრშია. მუნიციპალიტეტს კვეთს სახელმწიფო მნიშვნელობის ორი ავტომაგისტრალი: თბილისი-სენაკი-ლესელიძე, თბილისი-ფოთი-სარფი.

ხობის მუნიციპალიტეტი მოქცეულია კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო-კლიმატურ ზონაში, რომელიც ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურა +140C-ია, ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა კი 1700-1825 მმ. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა (240-320 მმ) შემოდგომაზე (სექტემბერი-ოქტომბერი) მოდის.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ხობისწყალი, რიონი, ცივი, ჭურია, რიონი დაქსელილია მათი შენაკადებით.

ბუნებრივი საფრთხეებიდან დამახასიათებელია ძლიერი ქარი, ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, მეწყერი, სანაპიროს წარეცხვა და მდინარის ნაპირების ეროზია. მდ. ხობისწყლის წყალდიდობების შედეგად სოფლებში: ძველი ხიბულა, ახალი ხიბულა, საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ბია, პირველი ხორგა, შუა ხორგა, ქარიატა და ყულევი წარეცხვის საშიშროების ზონაშია დაახლოებით 100 ჰა. ფართობი. მდინარე ხობისწყლის კალაპოტში მდინარის გვერდითი ეროზია ფიქსირდება მეორე გურიფულის, გაღმა და გამოღმა ქარიატის დასახლებებში, სადაც ეროზიული ნაპირგარეცხვების სიგრძე 750 მეტრს აღემატება. სოფელ ძველი ხიბულის ტერიტორიაზე ორივე ნაპირზე დაფიქსირებულია დენად პლასტიკური ტიპის მეწყერი, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ინფრასტრუქტურას. პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სანაპირო ტიპის მეწყერი შეადგენს 75 მ-ს. მეწყრული ზონები დაფიქსირებულია გაღმა საჯიჯაოს, ნოჯიხევის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მდინარე რიონის ადიდებისას რისკის ზონაში მოქცეულია საგვიჩიოს, პატარა ფოთის, ნაწილობრივ ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორია.

ბუნებრივი კატასტროფები საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. კერძოდ:

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის საშუალო წლიური მიმართულებაა აღმოსავლეთის (54,4%), რომლის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 101-დან 144 კმ/სთ-ს. ძლიერი ქარი ყოველწლიურად აზიანებს დაახლოებით 100-დან 150-მდე ოჯახს, ქალაქში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს, ადმინისტრაციულ შენობებს და კერძო ინფრასტრუქტურას. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ბოლო 10 წელიწადში დახარჯულია 10 მილიონ ლარზე მეტი.

 

წყალდიდობა და მეწყერი ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიანებს შიდა სასოფლო გზებს და ხიდებს. ძლიერი წვიმით გამოწვეული გაზაფხულის მოვარდნები სეზონზე დაახლოებით 5-7-ჯერ ფიქსირდება და 1-დან 15 დღემდე გრძელდება, მათი სიმაღლე გაზაფხულის წყალდიდობის მაქსიმალურ დონეზე 20-40 სმ-ით მეტია. ზაფხულის (VII-IX) მოვარდნები უფრო იშვიათია (სეზონზე 4-6). ზაფხულის წყალმოვარდნები ხანმოკლეა (1-6 დღე, იშვითად – 14). სეზონური და წლიური მაქსიმუმი უმეტესად ზაფხულში ფიქსირდება. შემოდგომის წყალმოვარდნებს საკმაოდ ხშირად აქვთ ადგილი (სეზონზე 7-9) და ზაფხულის წყალმოვარდნების მსგავსად ახასიათებთ მკვეთრი პიკური მაჩვენებლები (ძირითადად მდინარეების ქვედა დინებაში). სახნავ-სათესი მიწების რაოდენობა 2002 წლის მონაცემებთან შედარებით მდინარეთა ნაპირების წარეცხვისა და ღვარცოფების გამო მნიშვნელოვნად შემცირებულია (დაახლოებით 200 ჰა). მუნიციპალიტეტში 90-მდე ფერმერული მეურნეობაა, რომელთა საქმიანობა პირდაპირაა დამოკიდებული ბუნებრივი, ტექნოგენური თუ სხვა საგანგებო სიტუაციების გავლენაზე, სახელმწიფოს მიერ გაწეულ პრევენციულ და აღდგენით სამუშაოებზე.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე