დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებულ განყოფილებებსა და სამოქალაქო რეგისტრაციის, არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 28/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.200.010.22.027.007.042 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/01/2005 - 18/04/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.042
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №163
2005 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2005 წლის 15 აპრილამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები, სპეციალიზებული განყოფილებები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები.
2. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ირაკლი ფორჩხიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
მარიკა კვანტრიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
მალხაზ ხულორდავა – ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ნატო გაგნიძე – სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრი;
თეიმურაზ მთივლიშვილი – სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის წევრი.
3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის მიზნით, 2005 წლის 10 აპრილამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.
5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები