დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ოგანოების სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების საკვალიფიკაციო ღონისძიებების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 30/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.200.010.22.027.007.511 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.511
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1148
2005 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. 2005 წლის 1 სექტემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები, სპეციალიზებული განყოფილებები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები”.
ბ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის მიზნით, 2005 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები