“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 01/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.674
  • Word
1540
30/08/2005
სსმ, 103, 01/09/2005
040.200.010.22.027.007.674
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.007.674

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1540

2005 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

�საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. �საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანების:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1, №2, №3, №4 და №5 ორგანოების, ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების, ამბროლაურის რ-ნის, ახალქალაქის რ-ნის, ბოლნისის რ-ნის, თელავის რ-ნის, მარნეულის რ-ნის, მცხეთის რ-ნის, ნინოწმინდის რ-ნის, ოზურგეთის რ-ნის, ახალციხის რ-ნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, ქ. გორის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ქუთაისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ზუგდიდის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 5 სექტემბერი, ხოლო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დანარჩენი ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 12 სექტემბერი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალიზებული განყოფილებები (გარდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები ლიკვიდირებულ იქნეს 2005 წლის 1 ნოემბრამდე�.

ბ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალიზებული განყოფილებებისა (გარდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის მიზნით, 2005 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.�.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია