სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 21/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.024133
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
300
14/08/2023
ვებგვერდი, 14/08/2023
120260020.10.003.024133
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/08/2023 - 04/12/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №300

2023 წლის 14 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და  22-ე მუხლის და „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:

1. მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2023 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 27 დეკემბრამდე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1400-ით.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 949-ით.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 570-ით.

5.   სახელმწიფო    დაცვის    სპეციალური    სამსახურის    მოთხოვნის    შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 225-ით.

6. საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ამავე მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის პროცესი შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს ამავე მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე.

8. 18-იდან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური     რესპუბლიკის  იძულებით  გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

9. საქართველოს   ოკუპირებული   ტერიტორიებიდან   დევნილთა,   შრომის,   ჯანმრთელობისა   და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

10. მოქალაქეთა   მიერ   სამხედრო   სამსახურში   გაწვევის   გადავადების   მოსაკრებლის   გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

11.    საქართველოს    შინაგან     საქმეთა     სამინისტრომ     ადგილებზე     აღმოუჩინოს     დახმარება მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან, სავარაუდოდ, თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 21 აგვისტოდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი