„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 აგვისტოს №300 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 აგვისტოს №300 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.024303
470
04/12/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
120260020.10.003.024303
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 აგვისტოს №300 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №470 

2023 წლის 4 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 აგვისტოს №300 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 აგვისტოს №300 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/08/2023, 120260020.10.003.024133) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  სახელმწიფო    დაცვის    სპეციალური    სამსახურის    მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 300-ით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი