“სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

  • Word
“სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 1-1/150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 26/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.006.772
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/150
19/10/2004
სსმ, 120, 26/10/2004
300.010.000.22.024.006.772
“სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/10/2004 - 16/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.006.772

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/150

2004 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის 13.08.2004წ., დადგენილება №371-რს), საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება.

2. განხორციელდეს აღნიშნული დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დაევალოს პრივატიზების პოლიტიკის დეპარტამენტს დებულების რეგისტრაციის შემდეგ მისი გამოქვეყნება საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – `საკანონმდებლო მაცნე”, გაზეთ `მესაკუთრეში” და სამინისტროს საიტზე ინტერნეტში.

4. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანება `სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. თურნავას.

6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბენდუქიძე

დებულება

სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ

თავი I

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს დებულება შემუშავებულია `სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების წესს.

2. `სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – სამინისტრო).

3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს (შემდგომში მყიდველი), რომელიც სამინისტროს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

4. კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

5. კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.

6. კონკურსში მონაწილე პირები შესაძლოა დადგინდეს წინასაკვალიფიკაციო შერჩევის გზით.

7. კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი, საკონკურსო პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები დგინდება სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 2. კონკურსის ორგანიზება

1. სამინისტრო, კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, უზრუნველყოფს კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

2. სამინისტრო, `სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ცენტრალურ ან ადგილობრივ პრესაში. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სამინისტროს დასახელებას;

ბ) კონკურსის პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;

ე) კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღს, დროს და ადგილს;

ვ) `ბეს” სიდიდეს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სამინისტრო;

ზ) განაცხადის მიღების ადგილის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სამინისტრო ჩათვლის მიზანშეწონილად.

4. აქციათა პაკეტის გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას.

5. მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, გასაყიდი ქონების (საწარმოს) შესახებ.

6. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

7. კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღებისათვის სპეციალურად დანიშნული რეგისტრატორი იღებს და არეგისტრებს კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს თარიღისა და დროის აღნიშვნით.

8. კონკურსში გამარჯვებულს ავლენს სამინისტრო (მინისტრი ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი).

9. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც დეტალურად აისახება გადაწყვეტლების მიღების საფუძვლები.

    მუხლი 3. კონკურსში მონაწილეობის პირობები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს საპრივატიზებო ქონების დასახელება და მყიდველის თანხმობა გამოცხადებულ საკონკურსო პირობების შესრულებაზე;

ბ) მყიდველის მიერ წარმოდგენილი წინადადებები, მოთავსებული ცალკე კონვერტში, რომელიც ილუქება მის მიერ;

გ) `ბე”-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) იურდიული პირი დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს.

2. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება სამინისტროს მიერ დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება დარეგისტრების თარიღით.

3. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს კონკურსის ჩატარების თარიღამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

4. კონკურსში მონაწილეთა ზონარგაყრილ დავთარში განაცხადი შეტანილ უნდა იქნეს კონკურსში მონაწილის მიერ სრული დოკუმენტების წარდგენისთანავე, რის შემდეგაც განმცხადებელი იძენს კონკურსში მონაწილის სტატუსს.

5. კონკურსში “მონაწილეს” უფლება აქვს `ბე”-ს დაუკავებლად უარი განაცხადოს წერილობით კონკურსში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. რეგისტრატორი ახდენს განაცხადის გამოთხოვნის ფაქტის დარეგისტრებას.

6. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილი იქნ ს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;

ბ) თუ დარღვეულია ამ მუხლის 1-ლი მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

    მუხლი 4. კონკურსის ჩატარების წესი

1. სამინისტრო კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

2. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს და კრიტერიუმებს და სამინისტროს შესთავაზებს უკეთეს პირობებს.

3. სამინისტროს მიერ დადგენილ დღეს და საათზე სამინისტროს მიერ იხსნება კონვერტები შემოსული წინადადებებით. დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილის წინადადებები არ პასუხობს კონკურსის პირობებს, იგი არ დაიშვება კონკურსში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება მინისტრის აქტში.

4. მონაწილეს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს მხოლოდ კონვერტის გახსნას.

5. სამინისტრო იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას.

6. სამინისტრო გადაწყვეტილებას კონკურსში საუკეთესო წინადადების (წინადადებების) გამოვლენის შესახებ აცხადებს, როგორც წესი, კონვერტის გახსნის დღეს. სამინისტროს უფლება აქვს საუკეთესო წინადადების (წინადადებების) გამოვლენის შესახებ გამოაცხადოს კონვერტის გახსნიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

7. კონკურსი ითვლება არშემდგარად, თუ:

ა) განაცხადების გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი;

ბ) წარმოდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს.

8. მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის არშემდგარად გამოცხადების შესახებ.

9. თუ რამდენიმე მყიდველის მიერ შემოთავაზებული წინადადება ფასის და სხვა პირობების შესახებ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, სამინისტრო უფლებამოსილია რიგითობის მიხედვით დაადგინოს (წინადადების ხელსაყრელობის გათვალისწინებით) საუკეთესო წინადადებები და შემდგომში აწარმოოს მათთან დადგენილი რიგითობის მიხედვით მოლაპარაკებები.

10. თითოეულ მონაწილესთან მოლაპარაკების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. მოლაპარაკებების წარმოების შემდგომ სამინისტრო გამოავლენს გამარჯვებულს, რომელთანაც გაფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.

11. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საპრივატიზებო ობიექტის დასახელებას;

ბ) სამინისტროს დასახელებას;

გ) მონაცემებს კონკურსის მონაწილეთა შესახებ;

დ) კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს დანართების სახით;

ე) კონკურსში გამარჯვებულის დასახელებას;

ვ) კონკურსის შედეგად დადგენილი სახელმწიფო ქონების გასაყიდ ფასს;

ზ) კონკურსის შედეგად დადგენილი ინვესტიციების მოცულობას და მისი განხორციელების ვადებს.

12. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა “მონაწილეს”. კონკურსში გამარჯვებულს კი ეგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების გასაფორმებლად.

    მუხლი 5. გარიგებათა გაფორმების წესი

1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში “გამარჯვებული” მონაწილე ვალდებულია სამინისტროსთან გააფორმოს ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით).

2. სამინისტროს და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ცნობები სამინისტროს და მყიდველის შესახებ;

ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;

გ) სახელმწიფო ქონების შემადგენლობა და გასაყიდი ფასი;

დ) საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ.

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსით გადაცემული ქონების პრივატიზების პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს.

4. `გამარჯვებული” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დადგენილი გრაფიკის მიხედვით დაფაროს გასაყიდი ფასი `სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება და შეტანილი `ბე” არ უბრუნდება.

5. აქციების გაყიდვის შემთხვევაში `გამარჯვებული” მონაწილის მიერ ნაყიდი აქციების პრივატიზების ფასის სრულად გადახდის შემდეგ (გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილი გრაფიკის მიხედვით `სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად), სამინისტრო შესაბამის სააქციო საზოგადოებებს აცნობებს აქციონერთა რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

6. სახელმწიფო ქონების შეძენისას შეტანილი `ბე” მყიდველს ეთვლება ანგარიშსწორების დროს. ყველა დანარჩენ მონაწილეს შედეგების გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მონაწილის მოთხოვნით “ბე” უბრუნდება.

7. საბანკო დაწესებულება მონაწილეთა შეტანილ `ბე”-ს აბრუნებს სამინისტროს დავალების საფუძველზე.

8. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების გასაყიდი ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება სამინისტროს მიერ მყიდველს გადაეცემა სახელმწიფო ქონების გასაყიდი ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარება მყიდველის მიერ.

    მუხლი 6. მყიდველის პასუხისმგებლობა

1. მყიდველი ვალდებულია კონკურსით შეძენილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას კონკურსის პირობებით ნაკისრი ვალდებულებები და შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარუდგინოს სამინისტროს .

2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველს სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება კონკურსის ფორმით გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე.

3. საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდება დარჩენილი გადაუხდელი თანხის და\ან დარჩენილი განსახორცილებელი ინვესტიციის 0,1%-ით.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად სამინისტროს მიერ.

    მუხლი 7. გარიგებათა ბათილად ცნობა

1. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.

თ ა ვ ი II

სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წინასაკვალიფიკაციო შერჩევა

    მუხლი 8. ზოგადი ნაწილი

1. ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს წინასაკვალიფიკაციო შერჩევა.

2. წინასაკვალიფიკაციო შერჩევის მიზანია `სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთაგან, გამოავლინოს სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, იმ პირთა ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით პრივატიზაციის პროცესში.

3. წინასაკვალიფიკაციო შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). ამასთან, სამინისტრომ წინასაკვალიფიკაციო შერჩევა ან მისი ცალკეული ეტაპების (პროცედურების) განხორციელება შესაძლოა დაავალოს სხვა პირს (შუამავალს).

4. წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის სამინისტრო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გასაყიდი ქონების თავისებურებიდან გამომდინარე, ადგენს წინასაკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.

    მუხლი 9. წინასაკვალიფიკაციო შერჩევის ორგანიზება

1. წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წესდება შერჩევის ვადები.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ცენტრალურ ან ადგილობრივ პრესაში, ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სამინისტროს დასახელებას, წინასაკვალიფიკაციო შერჩევის კრიტერიუმებს, საპრივატიზებო ქონების დასახელებას, წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ადგილის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს, განაცხადის მიღების, დაწყების, დამთავრების, კონვერტის გახსნის და შერჩევის ჩატარების ვადას;

ბ) წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საგარანტიო თანხის სიდიდეს (რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სამინისტრო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში).

4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

5. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო.

6. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას უზრუნველყოფს რეგისტრატორი, რომელიც არეგისტრებს წარმოდგენილ განაცხადებს.

7. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილე პირთაგან სამინისტრო ავლენს შემდგომ ეტაპზე მონაწილე პირებს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ეტაპის, სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით პრივატიზების ჩატარების ან არჩატარების თაობაზე.

9. კონკურსის ან აუქციონის ჩატარება და ორგანიზება ხორციელდება ამ სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 10. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობის პირობები

1. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს წინასაკვალიფიკაციო შერჩევის კრიტერიუმები, საპრივატიზებო ქონების დასახელება და `პრეტენდენტის” თანხმობა გამოცხადებულ წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობაზე და გამარჯვების შემთხვევაში კონკურსში ან აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე;

ბ) `პრეტენდენტის” მიერ წარმოდგენილი წინადადებები (რომელიც ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს `პრეტენდენტის” მიერ შემოთავაზებულ საპრივატიზებო ქონების გასაყიდ ფასს) მოთავსებული ცალკე კონვერტში, რომელიც ილუქება მის მიერ;

გ) საგარანტიო თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის შეტანა ხორციელდება სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) იურიდიული პირი დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციას.

2. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება სამინისტროს მიერ დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება დარეგისტრების თარიღით.

3. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეთა ზონარგაყრილ დავთარში განაცხადი შეტანილი უნდა იქნეს წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილის მიერ სრული დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე, რის შემდეგაც განმცხადებელი იძენს წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილე პირის სტატუსს.

4. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში `მონაწილეს” უფლება აქვს საგარანტიო თანხის დაუკავებლად, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში, უარი განაცხადოს წერილობით წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობაზე. რეგისტრატორი ახდენს განაცხადის გამოთხოვნის დარეგისტრებას.

5. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას წინასაკვალიფიკაციო შერჩ ვაში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება კონკურსში ან აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში ცნობილი იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;

ბ) თუ დარღვეულია ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები.

    მუხლი 11. წინასაკვალიფიკაციო შერჩევის ჩატარების წესი

1. სამინისტრო წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

2. დადგენილ დღეს და საათზე სამინისტრო ხსნის კონვერტებს შემოსული წინადადებებით. დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა. თუ მონაწილის წინადადება არ პასუხობს დადგენილ კრიტერიუმებს იგი არ დაიშვება წინასაკვალიფიკაციო შერჩევ ში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება სამინისტროს გადაწყვეტილებით.

3. მონაწილეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს მხოლოდ კონვერტის გახსნას.

4. სამინისტრო გადაწყვეტილებას წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში `გამარჯვებულების” შესახებ აცხადებს, როგორც წესი, კონვერტის გახსნის დღეს. სამინისტროს უფლება აქვს `გამარჯვებულები” გამოავლინოს კონვერტის გახსნიდან არა უმეტს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. წინასაკვალიფიკაციო შერჩევა ითვლება არშემდგარად, თუ:

ა) განაცხადის გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი;

ბ) წარდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ შეესაბამება წინასაკვალიფიკაციო შერჩევის კრიტერიუმებს.

6. მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას წინასაკვალიფიკაციო შერჩევის არშემდგარად გამოცხადების შესახებ.

7. გამარჯვებულების გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც გამოიცემა მინისტრის ბრძანებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საპრივატიზებო ობიექტის დასახელებას;

ბ) წინასაკვალიფიკაციო შერჩევის გამომცხადებლის დასახელებას;

გ) მონაცემებს წინასაკვალიფიკაციო შერჩევის შესახებ;

დ) წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეთა წინადადებებს;

ე) წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილ გამარჯვებულ პირთა დასახელებას.

8. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილი პირები მიიღებენ მონაწილეობას იმ ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, რომელზეც გამოცხადებული იქნა წინასაკვალიფიკაციო შერჩევა. საგარანტიო თანხა, რომელიც გადახდილი იქნა წინასაკვალიფიკაციო შერჩევის დროს კონკურსში ან აუქციონში გამარჯვებისას ითვლება შეძენილი ქონების ანგარიშსწორებაში.

9. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში ან შემდგომ კონკურსში ან აუქციონში ვერგამარჯვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს მიერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული აუქციონის ან კონკურსის არჩატარების თაობაზე, საგარანტიო თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას, სამინისტროს მიერ ამ პუნქტით გათვალიწინებული შემთხვევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მონაწილის მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 12. გარიგების გაფორმება

1. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილ პირსა და სამინისტროს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილი პირი (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის გათვალისწინებით) კისრულობს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა იმ სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით პრივატიზებაში, რომლის მიმართაც ჩატარებული იქნა წინასაკვალიფიკაციო შერჩევა.

2. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილ პირსა და სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ცნობები მხარეთა შესახებ;

ბ) ხელშეკრულების საგანი;

გ) წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილი პირის ვალდებულება:

გ.ა) მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით პრივატიზებაში;

გ.ბ) სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ან აუქციონში წარმოდგენილი წინადადებები არ იყოს წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში წარმოდგენილ წინადადებაზე უფრო ნაკლები;

დ) სამინისტროს ვალდებულებას ამ დებულების მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობოს წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილ პირს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში;

ე) პირგასამტეხლო;

ვ) და მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სხვა პირობები.

    მუხლი 13. პირგასამტეხლო

1. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილი პირი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილი პირი ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იხდის პირგასამტეხლოს, რომელიც დგინდება ხელშეკრულებით.

    მუხლი 14. გარიგებათა ბათილად ცნობა

1. წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში გამოვლენილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.

თავი III

საკონსულტაციო მომსახურება

    მუხლი 15. ზოგადი დებულებანი

1. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკონსულტაციო მომსახურებისათვის საკონკურსო საწყისებზე (ტენდერის საფუძველზე) ან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩეულ იქნეს კონსულტანტი (საინვესტიციო ბანკი) (შემდგომში – კონსულტანტი).

2. კონსულტანტის შერჩევის მიზანია პრივატიზაციის პროცესის (გარიგების) დაგეგმვისა და წარმართვისათვის სამინისტროსათვის დახმარების აღმოჩენა.

3. კონსულტანტის შერჩევისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გასაყიდი ქონების თავისებურებიდან გამომდინარე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს დავალებას.

4. კონსულტანტის შერჩევა წარმოებს ტექნიკური და ფინანსური წინადადების საფუძველზე ან მხოლოდ ტექნიკური წინადადების საფუძველზე, რომელიც საჭირო იქნება სამინისტროს მიერ დასახელებული დავალებისათვის.

5. წარმოდგენილი წინადადებები იქნება საფუძველი სახელშეკრულებო მოლაპარაკებისა და საბოლოოდ ხელმოწერილი კონტრაქტისათვის არჩეულ კონსულტანტთან.

6. დავალების განხორციელება ხდება გრაფიკით, რომელიც წინასწარ იქნება დადგენილი სამინისტროს მიერ. თუ დავალება შეიცავს რამდენიმე ეტაპს, კონსულტანტის (საინვესტიციო ბანკის) მიერ შესრულებული სამუშაო თითოეულ საფეხურზე უნდა იყოს სამინისტროსათვის დამაკმაყოფილებელი შემდგომი საფეხურის დაწყებამდე.

    მუხლი 16. კონსულტანტის შერჩევის პირობები

1. კონსულტანტებმა უნდა წარადგინონ ტექნიკური და ფინანსური წინადადებები, რომელიც იქნება მათი შერჩევის საფუძველი.

2. კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი წინადადება უნდა იყოს იმ ენაზე, რომელიც მითითებული იქნება დავალებაში.

3. ტექნიკური წინადადება უნდა შეიცავდეს:

ა) კონსულტანტის მონაცემებს და გამოცდილებას, რომელშიც უნდა შედიოდეს კონსულტანტის ორგანიზაციის აღწერა და ბოლო გამოცდილების მონახაზი მსგავსი ბუნების დავალებებთან დაკავშირებით. თითოეული დავალებისათვის მონახაზი უნდა შეიცავდეს რეკომენდებული პერსონალის მოკლე ბიოგრაფიას, დავალების ხანგრძლივობას;

ბ) კონსულტანტის კომენტარებს და წინადადებას მოქმედების სფეროსა და მონაცემთა შესახებ, მომსახურების და დამხმარე საშუალებების შესახებ, რომელიც მიწოდებული იქნება სამინისტროსათვის. აღნიშული უნდა შეიცავდეს ნებისმიერ კომენტარს ან წინადადებას სახელმძღვანელო ინსტრუქციების და მონაცემების შესახებ მომსახურების სიას და დამხმარე საშუალებებს, რომელიც სამინისტრომ უნდა მიაწოდოს;

გ) მეთოდოლოგიის აღწერას და სამუშაო გეგმას, რომელიც საჭიროა დავალების შესასრულებლად;

დ) ჯგუფის შემადგენლობას და დავალებათა განაწილებას, რომელშიც ასევე ასახული უნდა იყოს რეკომენდებული შტატის სია სპეციალობის მიხედვით. დავალებები, რომლებიც მიეცემა შტატის თითოეულ წევრს და მათი დროებითი განრიგი;

ე) მოქმედების (სამუშაო) გრაფიკს. შემოთავაზებული მეთოდილოგიის დეტალურ აღწერას.

4. ტექნიკური წინადადება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ფინანსურ ინფორმაციას.

5. ფინანსური წინადადება უნდა შეიცავდეს ფასის შესახებ წინადადებას, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა შეიცავდეს ფიქსირებულ ჰონორარს მთელი დავალებისათვის და წარმატების ჰონორარს (%). ფიქსირებული თანხა მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალტაში.

    მუხლი 17. წინადადებების წარდგენა, მიღება და განხილვა

1. სამინისტრო კონსულტანტს ირჩევს საკონკურსო საწყისებზე (ტენდერის) ან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქარ ველოს კანონის შესაბამისად.

2. კონსულტანტის საკონკურსო საწყისებზე შერჩევის შემთხვევაში სამინისტრო კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე უზრუნველყოფს კონსულტანტის შერჩევის მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

3. სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) ინფორმაციის გამოქვეყნებას ცენტრალურ ან ადგილობრივ პრესაში, ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის გამოყენებული იქნეს სხვა საშუალებებიც.

4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სამინისტროს დასახელებას;

ბ) საკონსულტაციო მომსახურების დავალების შინაარს;

გ) დავალების თაობაზე წინადადებების მიღების, დაწყების, დამთავრების და კონსულტანტის შერჩევის ჩატარების ვადას;

დ) დავალების შეფასების კრიტერიუმებს და ვადას;

ე) განაცხადის მიღების ადგილის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს;

ვ) ტექნიკური და ფინანსური წინადადების კონვერტის გახსნის წარდგენის ადგილს, დროსა და თარიღს;

ზ) `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციას.

5. კონსულტანტის შერჩევაზე სპეციალურად დანიშნული მდივანი არეგისტრებს კონსულტანტის შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წინადადებებს.

6. მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომელებმაც წარმოადგინეს განაცხადები კონსულტანტის შერჩევის დაწყების მომენტამდე არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.

7. კონსულტანტის შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროს წარედგინება:

ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს `პრეტენდენტის” თანხმობა გამოცხადებულ კონსულტანტის შერჩევაში მონაწილეობაზე;

ბ) ტექნიკური და ფინანსური წინადადებები წარდგენილი უნდა იქნეს დედნის სახით და ყველა გვერდზე ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი;

გ)`სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

8. წარმომადგენლის უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს მინდობილობით.

9. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების ორიგინალები, აგრეთვე ასლები მოთავსებული უნდა იქნეს ცალ-ცალკე დალუქულ კონვერტში, რომელზეც გარკვევით იქნება აღნიშნული `ტექნიკური წინადადება”, `ფინანსური წინადადება”. ფინანსურ წინადადებაზე ასევე აღნიშნული უნდა იყოს `არ გახსნათ ტექნიკურ წინადადებასთან ერთად”. ორივე კონვერტი უნდა იქნეს მოთავსებული გარე კონვერტში და დალუქული. კონვერტზე უნდა იყოს აღნიშნული მისამართი, სადაც უნდა იქნეს წარდგენილი წინადადებები.

10. ყველა წინადადება, რომელიც მიღებულია წინადადებათა წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ უკან უნდა იქნეს დაბრუნებული გაუხსნელად.

11. ტექნიკური წინადადება უნდა გაიხსნას წინადადებათა წარდგენის ვადის ამოწურვისთანავე. სამინისტროს მიერ ფინანსური წინადადება რჩება გაუხსნელი და ინახება დამოუკიდებელ უფლებამოსილ პირთან, მანამ, სანამ ყველა წარდგენილი ტექნიკური წინადადება არ იქნება გახსნილი.

    მუხლი 18. წინადადებათა შეფასება

1. მინისტრი ან მინისტრის მიერ დანიშნული კომისია ინდივიდუალურად აფასებს წინადადებებს, იმის მიხედვით, თუ რამდენად პასუხობენ ისინი სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, შეფასების კრიტერიუმებს, ქვეკრიტერიუმებს (ჩვეულებრივ, არა უმეტეს სამისა, თითო კრიტერიუმზე) მიყენებით და ქულათა სისტემის გამოყენებით (რომელიც სამინისტროს მიერ დგინდება). თითოეულ წინადადებას, რომელიც პასუხობს მოთხოვნებს მიეცემა ტექნიკური ქულა `შტ”. ამ ეტაპზე მოხდება წინადადებების უარყოფა, თუ იგი არ პასუხობს სახელმძღვანელო ინსტრუქციების მნიშვნელოვან ასპექტებს ან ვერ მოაგროვებს სამინისტროს მიერ დადგენილ მინიმალურ ტექნიკურ ქულას.

2. ხარისხის შეფასების შემდგომ სამინისტრომ ან კომისიამ უნდა შეატყობინოს იმ კონსულტანტს, რომელთა წინადადებებმა ვერ მოაგროვეს მინიმალური საკვალიფიკაციო ქულა და არ პასუხობენ სახელმძღვანელო ინსტრუქციებს. ასევე უნდა მიეთითოს, რომ მათ ფინანსური წინადადებები დაუბრუნდებათ გაუხსნელად შერჩევის პროცესის დამთავრების შემდეგ.

3. სამინისტრომ უნდა შეატყობინოს იმ კონსულტანტებს, რომლებმაც დააგროვეს მინიმალური საკვალიფიკაციო ქულა და მიუთითოს ფინანსური წინადადების გახსნისათვის დადგენილი თარიღი. გახსნის თარიღი არ უნდა იყოს 2 კვირაზე უფრო ადრე შეტყობინების თარიღიდან.

4. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს დაზღვეული წერილით, ტელეგრაფით, ტელექსით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.

5. ფინანსური წინადადება უნდა გაიხსნას საჯაროდ, კონსულტანტებისა და იმ წარმომადგენელთა თანდასწრებით, ვინც მოისურვებს დასწრებას.

6. სამინისტრო ადგენს არის თუ არა ფინანსური წინადადება სრულყოფილი, ე.ი იქნა თუ არა შეფასებული შესაბამისი ფინანსური წინადადების ყველა პუნქტი. ფინანსური წინადადების შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი ქულობრივი სისტემის მიხედვით.

7. ის კონსულტანტები, რომლებიც გასცდნენ მინიმალურ ჯამურ ქულას (ტექნიკური + ფინანსური) მოწვეული იქნებიან მოსალაპარაკებლად.

8. მოლაპარაკებები წარმოებს ტექნიკურ და ფინანსურ წინადადებებზე.

9. მოლაპარაკებები მთავრდება კონტრაქტის პროექტის მიმოხილვით. მოლაპარაკების დასრულებად ითვლება კონტრაქტზე ხელის მოწერა. თუ მოლაპარაკება ჩაიშალა სამინისტრო იწვევს იმ კონსულტანტს, რომლის წინადადებამაც მეორე უმაღლესი ქულა მიიღო კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად.

10. მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ სამინისტრო ატყობინებს სხვა კონსულტანტებს საბოლოო სიიდან გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, ხოლო იმ კონსულტანტებს, რომლებამც ვერ გაიარეს ტექნიკური შეფასება, უბრუნებს გაუხსნელ ფინანსურ წინადადებას.