,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 01/Jan/06
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 12/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.009.796
  • Word
01/Jan/06
05/01/2007
სსმ, 5, 12/01/2007
040.110.030.22.024.009.796
,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.009.796

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/6

2007 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის    2004 წლის 19 ოქტომბრის № 1-1/150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №120, მუხ. 1052) დამტკიცებულ სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსით გადაცემული ქონების პრივატიზების პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს.

2. მე-6 მუხლის 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება საკონკურსო და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:

ა) დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0,1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ სხვა საკონკურსო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღრება ხელშეკრულებით.

3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მყიდველი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს საკონკურსო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. არველაძე