“სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმის პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-3/150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმის პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-3/150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1-1/794
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 18/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.009.093
  • Word
1-1/794
16/08/2006
სსმ, 110, 18/08/2006
300.010.000.22.024.009.093
“სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმის პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-3/150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.009.093

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/794

2006 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

�სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის��� 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

�სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ� საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 61 პუნქტისა და �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კა�ნო�ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

��� მუხლი 1.

�სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორ�მით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკი�ცების თაობაზე� საქართველოს ეკონომიკური განვითარე�ბის მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-3/150 ბრძანებით (სსმ III, 21.10.2004წ., №120, მუხ. 1052) დამ�ტკი�ცებულ �სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორ�მით პრივატიზების შესახებ� დებულებაში შევიდეს შემ�დე��გი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 2. კონკურსის ორგანიზება

�1. სამინისტრო, კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, უზრუნველყოფს კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესა�ხებ ინფორმაციის გამოქვეყნებას �სახელმწიფო ქონე�ბის პრივატიზების შესახებ� კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით.

2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემ�დეგ მონაცემებს:

ა) სამინისტროს დასახელებას;

ბ) კონკურსის პირობებს და გამარჯვებულის გამოვ�ლენის კრიტერიუმებს;

გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;

ე) კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღს, დროს და ადგილს;

ვ) �ბეს� სიდიდეს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სამინისტრო;

ზ) განაცხადის მიღების ადგილის მისამართს, საკონ�ტაქტო ტელეფონს;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სამინის�ტრო ჩათვლის მიზანშეწონილად.

3. აქციათა პაკეტის გაყიდვის შემთხვევაში ინფორ�მაცია დამატებით უნდა შეიცავდეს გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას.

4. მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია გასაყიდი ქონების (საწარმოს) შესახებ.

5. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

6. კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღები�სათვის სპეციალურად დანიშნული რეგისტრატორი იღებს და არეგისტრებს კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს თარიღისა და დროის აღნიშვნით.

7. კონკურსში გამარჯვებულს ავლენს სამინისტრო (მინისტრი ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანე�ლი).

�8. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც დეტა�ლურად აისახება გადაწყვეტილების მიღების საფუძ�ვლები�.

2. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ სამი�ნისტროს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადისა �გამარჯვებული� მონაწილე ვალდებუ�ლია სამინისტროსთან გააფორმოს ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით).

��� მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების�თანავე.

ი. ჩოგოვაძე