დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.154.016498 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/06/2023 - 31/07/2023)
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესი“ დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების, აგრეთვე, განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებას, გასაცემი თანხის ოდენობას და ჯილდოს მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას. 2. ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა წახალისების“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან. მუხლი 2. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულებისა და სასწავლო, სპორტულ და შემოქმედებით სფეროში განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის გზით. მუხლი3. ტერმინთა განმარტებები 1. ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი-საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელიც აკადემიური მოსწრების შედეგებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა ოქროს ან ვერცხლის მედლით. 2. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლე- მოსწავლე, რომელიც გაიმარჯვებს /დაიკავებს საპრიზო ადგილს რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასწავლო- შემოქმედებით კონკურსებსა ან/ სპორტულ შეჯიბრებებში. მუხლი 4. ფულადი ჯილდოს გაცემის ოდენობა 1. ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული დაჯილდოვდება 1000 ლარით. 2. ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული დაჯილდოვდება 800 ლარით. 3. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლე დაჯილდოვდება: ა) რეგიონული კონკურსი / შეჯიბრება პირველი ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 300 ლარით. მეორე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯლდოვდება 200 ლარით. მესამე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილოვდება 150 ლარით. ბ) რესპუბლიკური კონკურსი/ შეჯიბრება პირველი ადგილის დაკავებისას დაჯილდოვდება 400 ლარით. მეორე ადგილის დაკავებისას 300 ლარით. მესამე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 200 ლარით. 3) საერთაშორისო კონკურსი/შეჯიბრება პირველი ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 500 ლარით; მეორე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 400 ლარით; მესამე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 300 ლარით. მუხლი 5. ფულადი ჯილდოს მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. ოქროსა და ვერეცხლის მედალოსანმა კუსდამთავრებულმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ოქროს ან ვერცხლის მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ )საბანკო რეკვიზიტები. 2. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს: ა ) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა საჯარო სკოლაში სწავლის შესახებ; გ) დაბადების მოწმობის ან/პირადობის მოწმობის ასლი; დ)საპრიზო ადგილის დაკავების/გამარჯვების დამადსტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) მოსწავლის ან/ მოსწავლის ან/ კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 6. ფულადი ჯილდოს ანაზღაურება 1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 2. არასრულწლოვან მოსწავლესა და კურსდამთავრებულზე გასაცემი თანხა ჩაირიცხება მშობლის ან/ კანონიერი წარმომადგენლის პირად ანგარიშზე. მუხლი 7. ფულადი ჯილდოს გაცემის წესი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, და ახალგაზრდობის სამსახური. 2. ფულადი ჯილდო გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის მხრიდან მერის სახელზე მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 3. ბრძანების პროექტს ამზადებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. |
დოკუმენტის კომენტარები