„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016525
5
29/02/2024
ვებგვერდი, 04/03/2024
010250050.35.154.016525
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 29 თებერვალი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილების დანართში (სსმ, ვებგვერდი, 28/06/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016498) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულებისა და სასწავლო, ინტელექტუალურ, სპორტულ და შემოქმედებით სფეროში განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის გზით.“.

2. მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„2. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლე – მოსწავლე, რომელიც გაიმარჯვებს/დაიკავებს საპრიზო ადგილს რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასწავლო, ინტელექტუალურ, შემოქმედებით კონკურსებსა ან/ სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი სასკოლო გუნდის წევრი.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. გუნდის წევრზე ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) რეგიონული კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 100 ლარით;

ბ) რესპუბლიკური კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 200 ლარით;

გ) საერთაშორისო კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 300  ლარით.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სასკოლო გუნდის წევრმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარმოადგინოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა მისი  სასკოლო გუნდის წევრობის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი