საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018280
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25/ნ
19/04/2023
ვებგვერდი, 20/04/2023
430210000.22.022.018280
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/04/2023 - 22/05/2023)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №25/ნ

2023 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 481  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებისას (ან სხვა პატივსადები მიზეზის არსებობისას) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამსახურებრივი ფორმის ტარების განსხვავებული პირობები.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის №66/ნ ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი