„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018451
33/ნ
15/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
430210000.22.022.018451
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №33/ნ

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3822-XIIIმს-Xმპ, 30/11/2023) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018280) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებისას (ან სხვა პატივსადები მიზეზის არსებობისას) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამსახურებრივი ფორმის ტარების განსხვავებული პირობები.“.

 

2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) ,,1.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3. შარვალი (მამაკაცის/ქალის):

 

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ჩაშვებული შარვალი. შარვლის წინა ნაწილზე განთავსებულია დამუშავებული დახრილი ჯიბეები, შარვლის წინა მხარის შუა ნაწილში, ნაფენი-ნაფენით. შარვლის სათავე 4სმ სიგრძისაა წინჩაკერებული შოვით მთელ სიგრძეზე. შარვლის სათავეზე დაკერებულია 6სმ-იანი საქამრე. შარვლის სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. შარვალი იკვრება ელვაშესაკრავით, ერთ ღილზე.

 

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5%) პოლიესტერი და 35% (±5%) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.“;

 

ა.ბ) „1.4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1.4. ქვედაბოლო (ქალის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის  ქვედაბოლო. ქვედაბოლოს კალთა ერთნაწილიანია. ქვედაბოლოს უკანა მხარე ორნაწილიანია. ქვედაბოლოს ცენტრალური ნაკერის თავში ჩაკერებულია მალული ელვაშესაკრავი ქამრის ჩათვლით. ქვედაბოლოს წინა და უკანა ნაწილები დამუშავებულია ამოღებულობებით. ქვედაბოლოს სათავეზე მიკერებული აქვს 8 სმ სიგრძის ქამარი. ქვედაბოლოს სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. ქვედაბოლო დამუშავებულია 3 სმ-იანი შენაკეცით.

 

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5) პოლიესტერი, 35%  (±5)  ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280 გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.“;

 

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა)  ,,2.3" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2.3. შარვალი (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ჩაშვებული შარვალი. შარვლის წინა ნაწილზე განთავსებულია დამუშავებული დახრილი ჯიბეები, შარვლის წინა მხარის შუა ნაწილში ნაფენი-ნაფენით. შარვლის სათავე 4 სმ სიგრძისაა წინჩაკერებული შოვით მთელ სიგრძეზე. შარვლის სათავეზე დაკერებულია 6 სმ-იანი საქამრე. შარვლის სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. შარვალი იკვრება ელვაშესაკრავით, ერთ ღილზე.

 

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5%) პოლიესტერი  და 35% (±5%) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.“;

 

ბ.ბ) ,,2.4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2.4. ქვედაბოლო (ქალის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ქვედაბოლო. ქვედაბოლოს კალთა ერთნაწილიანია. ქვედაბოლოს უკანა მხარე ორნაწილიანია. ქვედაბოლოს ცენტრალური ნაკერის თავში ჩაკერებულია მალული ელვაშესაკრავი ქამრის ჩათვლით. ქვედაბოლოს წინა და უკანა ნაწილები დამუშავებულია ამოღებულობებით. ქვედაბოლოს სათავეზე მიკერებული აქვს 8 სმ სიგრძის ქამარი. ქვედაბოლოს სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. ქვედაბოლო დამუშავებულია 3 სმ-იანი შენაკეცით.

 

ქსოვილის შემადგენლობა: 65% ( ±5) პოლიესტერი, 35% ( ±5) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280 გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლე არანაკლებ 4.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) ,,3.2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           

„3.2. შარვალი (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ჩაშვებული შარვალი. შარვლის წინა ნაწილზე განთავსებულია დამუშავებული დახრილი ჯიბეები, შარვლის წინა მხარის შუა ნაწილში ნაფენი-ნაფენით. შარვლის სათავე 4 სმ სიგრძისაა წინჩაკერებული შოვით მთელ სიგრძეზე. შარვლის სათავეზე დაკერებულია 6სმ-იანი საქამრე. შარვლის სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. შარვალი იკვრება ელვაშესაკრავით, ერთ ღილზე.

 

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5%) პოლიესტერი და 35% (±5%) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280 გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.“;

 

გ.ბ) ,,3.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3.3. ქვედაბოლო (ქალის):

 

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ქვედაბოლო. ქვედაბოლოს კალთა ერთნაწილიანია. ქვედაბოლოს უკანა მხარე ორნაწილიანია. ქვედაბოლოს ცენტრალური ნაკერის თავში ჩაკერებულია მალული ელვაშესაკრავი ქამრის ჩათვლით. ქვედაბოლოს წინა და უკანა ნაწილები დამუშავებულია ამოღებულობებით. ქვედაბოლოს სათავეზე მიკერებული აქვს 8 სმ სიგრძის ქამარი. ქვედაბოლოს სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. ქვედაბოლო დამუშავებულია 3 სმ-იანი შენაკეცით.

 

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5) პოლიესტერი, 35% (±5) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280 გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლე არანაკლებ 4.“;

 

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რადიოსადგურის (რაცია) დასამაგრებლად გამოიყენება რიფსის 5-6 სმ-იანი ხაკისფერი ქამარი ბალთაზე ორმხრივი შესაკრავით, ზომის მარეგულირებელი ფხრიწზე.

ქსოვილის შემადგენლობა:  100% ნეილონი. გრამაჟი: არანაკლებ 180 გრ.

“.

 

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი