„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018860
81/ნ
18/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
430210000.22.022.018860
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №81/ნ

2026 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018280) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველიმე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოველდღიური ზამთრის ფორმა (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

1.1ქურთუკი;

1.2. ნაქსოვი პულოვერი;

1.3. შარვალი (მამაკაცის/ქალის);

1.4. ქვედაბოლო (ქალის);

1.5. ქუდი.

შენიშვნა: ყოველდღიური ზამთრის ფორმა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნოემბრის და მარტის თვეებში.

1.1. ქურთუკი:

სწორი სილუეტის ხაკისფერი ქურთუკი. ქურთუკის ქვედა კალთის ორივე მხარეს განთავსებულია დახრილი ჯიბეები, რომლებიც იკვრება შავი ფერის თერმო ელვაშესაკრავით. ელვაშესაკრავი დამალულია 3 სმ-იანი ფურცლაკით. ქურთუკს აქვს 10 სმ სიგრძის მდგარი საყელო. ქურთუკი იკვრება შავი ფერის თერმული ელვაშესაკრავით, ელვაშესაკრავი დაფარულია თამასით, რომელიც ადის საყელომდე. თამასის სიგანე 7სმ.

ქურთუკის დაბოლოება წელთან, მხრები, საყელო, სახელოების დაბოლოებები და ელვაშესაკრავი გაფორმებულია 0,5 სმ პარალელური გვირისტით. საყელოში ჩაკერებულია ორშრიანი ქსოვილის სამნაწილიანი კაპიუშონი, რომელიც თავსდება საყელოზე გაჭრილ სათავსში. სათავსი ჩაჭრილია არანაკლებ 50 სმ-ისა და არაუმეტეს 54 სმ-ისა სიგანეზე და  იკვრება შავი ფერის თერმული ელვაშესაკრავით. კაპიუშონში გაყრილია თოკი, რომელიც ბოლოვდება შავი ფერის პლასტმასის დამჭერებით. ქურთუკის სახელო არის ორნაწილიანი, რომელსაც ბოლოში აქვს 4 სმ სიგანის ფხრიწიანი სარტყელი/დამჭერი. ქურთუკის წინა მარცხენა მხარეს დატანილი აქვს 7 სმ-იანი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემა (შემდგომ – მანდატურის სამსახურის ემბლემა) (პრინტით), მხრის ნაკერიდან 17 სმ (+- 1 სმ), ხოლო მარჯვენა მხარეს აქვს 10 სმ სიგანის და 8 სმ სიმაღლის ჩაჭრილი ჯიბე (+-3 მმ). ფურცლაკის სიმაღლე 2 სმ (+- 3 მმ). ჯიბე უნდა იყოს მხრის ნაკერიდან 20 სმ-ით ქვემოთ (+-5 მმ), მკლავზე დატანილი აქვს 6სმ/4სმ-ზე საქართველოს დროშა (პრინტით). ქურთუკის სარჩულად გამოკრულია მათბუნებელი. სარჩულზე მარცხენა მხარეს ვუკეთებთ შიდა ჩაჭრილ ჯიბეს. ქურთუკის მთლიანი სიგრძე – თეძომდე.

ქურთუკის ქსოვილის შემადგენლობა: სამშრიანი: 85% პოლიამიდი (±5%) (ნეილონი) და 15% ელასტანი (±5%) (ლიკრა). 1 მეტრკვადრატის წონა 230 გრ (±5გრ). წყალგაუმტარიანობა არანაკლებ 10 000 მმ H2O. ორთქლგამტარიანობა არანაკლებ 1000 გრ-ისა 24სთ-ის განმავლობაში. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4. ქურთუკის სარჩული და მათბუნებლის სარჩული – 100% პოლიესტერი. კომპლექსურად 1 მეტრკვადრატის წონა 230 (±5გრ).

კაპიუშონის ქსოვილის შემადგენლობა: 85% პოლიამიდი (±5%) (ნეილონი) და 15% ელასტანი (±5%) (ლიკრა). 1 მეტრკვადრატის წონა 170 გრ (±20გრ). წყალგაუმტარიანობა არანაკლებ 10 000 მმ H2O. ორთქლგამტარიანობა არანაკლებ 1000 გრ-ისა 24 სთ-ის განმავლობაში. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.

 

1.2. ნაქსოვი პულოვერი:

ხაკისფერი ნაქსოვი პულოვერი, მუქი ლურჯი მანჟეტებითა და მუქი ლურჯი საყელოთი. პულოვერის საწყისი რეზინი იწყება სპეციალური რეზინით, რომლის დასრულების შემდეგ კალთების ქსოვა გრძელდება ელასტიკი ქსოვით. პულოვერს აქვს გადმოფენილი მუქი ლურჯი ფერის საყელო, რომელთან მდებარე ფურცლაკებიც არის მუქი ლურჯი ფერის. პულოვერის სახელოები სრულდება გარეზინებული ქსოვის მუქი ლურჯი მანჟეტებით. პულოვერის საყელო იკვრება სამი დამალული ღილით და ღილკილით. პულოვერის წინა მარცხენა მხარეს, მარცხნივ, დატანილი აქვს 7სმ-იანი მანდატურის სამსახურის ემბლემა (პრინტით), ხოლო მარჯვენა მკლავზე დატანილი აქვს 6სმ/4სმ-ზე საქართველოს დროშა (პრინტით).

პულოვერის ქსოვილის შემადგენლობა: აკრილანი 50% (±5%) და ბამბა 50% (±5%). გრამაჟი: 1 მეტრკვადრატი არანაკლებ 350 გრამისა.

 

1.3. შარვალი (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ჩაშვებული შარვალი. შარვლის წინა ნაწილზე განთავსებულია დამუშავებული დახრილი ჯიბეები, შარვლის წინა მხარის შუა ნაწილში – ნაფენინაფენით, ხოლო უკან შარვალს აქვს ორი ჩაჭრილი ჯიბე. შარვლის სათავე 4სმ სიგრძისაა წინჩაკერებული შოვით მთელ სიგრძეზე. შარვლის სათავეზე დაკერებულია 6სმ-იანი საქამრე. შარვლის სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. შარვალი იკვრება ელვაშესაკრავით, ერთ ღილზე.

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5%) პოლიესტერი და 35% (±5%) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.5.

 

1.4. ქვედაბოლო (ქალის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ქვედაბოლო. ქვედაბოლოს კალთა ერთნაწილიანია. ქვედაბოლოს უკანა მხარე ორნაწილიანია. ქვედაბოლოს ცენტრალური ნაკერის თავში ჩაკერებულია მალული ელვაშესაკრავი, ქამრის ჩათვლით. ქვედაბოლოს წინა და უკანა ნაწილები დამუშავებულია ამოღებულობებით. ქვედაბოლოს სათავეზე მიკერებული აქვს 4 სმ სიგრძის ქამარი. ქვედაბოლოს სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. ქვედაბოლო დამუშავებულია 3 სმ-იანი შენაკეცით.

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5) პოლიესტერი, 35% (±5) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280 გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.5.

1.5. ქუდი:

მუქი ლურჯი ფერის რეზინის ქსოვით შესრულებული ქუდი.  ქუდის ბოლო აკეცილია. გადაკეცვის ხაზზე დაფიქსირებულია სპეციალური რეზინით. ქუდის ზემოთა ნაწილი ჯდება თავზე  იდუალურად, ე.წ. „ნიკოლსონის ვიზუალით“. ქუდის ანაკეცზე, შუაში, განთავსებულია 3-4 სმ-იანი ემბლემა (პრინტით).

ქსოვილის შემადგენლობა: აკრილანი 100%.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

2.1. პოლოს სტილის გრძელმკლავიანი მაისური;

2.2. ჟილეტი;

2.3. შარვალი (მამაკაცის/ქალის);

2.4. ქვედაბოლო (ქალის).

2.1. პოლოს სტილის გრძელმკლავიანი მაისური:

ხაკისფერი სწორი სილუეტის გრძელმკლავიანი პოლოს სტილის მაისური. მაისურის საყელო, საყელოსთან მდებარე ფურცლაკი და მაისურის მანჟეტები არის მუქი ლურჯი. მაისურის საყელო იკვრება სამი დამალული ღილით და ღილ-კილოთი. სახელოს ბოლოში აქვს 3 სმ-იანი რეზინის მუქი ლურჯი მანჟეტი. მაისური წელთან ბოლოს შეკეცილია 2სმ-იანი შენაკეცით. საყელო არის გადაფენილი. საყელოს ჩაჭრა გულთან არის 12 სმ. მაისურის წინა მარცხენა მხარეს, მარცხნივ, გამოსახულია 7სმ-იანი მანდატურის სამსახურის ემბლემა (პრინტით), ხოლო მარჯვენა მკლავზე დატანილი აქვს 6სმ/4სმ-ზე საქართველოს დროშა (პრინტით).

ქსოვილის შემადგენლობა: 50% (±5%) ბამბა და 50% (±5%) პოლიესტერი. გრამაჟი:180გრ (±15%). ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.5.

 

2.2. ჟილეტი:

სწორი სილუეტის ხაკისფერი ჟილეტი. ჟილეტის ქვედა კალთის ორივე მხარეს განთავსებულია დახრილი ჯიბეები, რომლებიც იკვრება შავი ფერის თერმო ელვაშესაკრავით. ელვაშესაკრავი დამალულია 3 სმ-იანი ფურცლაკით. ჟილეტს აქვს 8 სმ სიგრძის მდგარი საყელო. ჟილეტი იკვრება შავი ფერის თერმო ელვაშესაკრავით, რომელსაც მალავს 7 სმ-იანი ფურცლაკი მთელ სიგრძეზე, საყელოს ჩათვლით. ჟილეტის დაბოლოება წელთან, მხრები, საყელო და ელვაშესაკრავი გაფორმებულია 0,5 სმ პარალელური გვირისტით. ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია 7 სმ-იანი მანდატურის სამსახურის ემბლემა (პრინტით), 17 სმ-ით (+-1 სმ) მხრის ნაკერიდან ქვემოთ. ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილი აქვს 10 სმ სიგანის და 8 სმ სიმაღლის ჩაჭრილი ჯიბე (+-3მმ). ფურცლაკის სიმაღლე 2 სმ (+-3მმ). ჯიბე უნდა იყოს მხრის ნაკერიდან 20 სმ-ით ქვემოთ (+-5 მმ). ჟილეტის სარჩულად გამოკრულია მათბუნებელი, სარჩულზე მარცხენა მხარეს ვუკეთებთ შიდა ჩაჭრილ ჯიბეს. ჟილეტის მთლიანი სიგრძე – თეძოზე.

ქსოვილის შემადგენლობა: სამშრიანი: 85% პოლიამიდი (±5%) (ნეილონი) და 15% ელასტანი (±5%) (ლიკრა). 1 მეტრკვადრატის წონა 230 გრ (±5გრ). წყალგაუმტარიანობა არანაკლებ 10 000 მმ H2O. ორთქლგამტარიანობა არანაკლებ 1000 გრ-ისა 24 სთ-ის განმავლობაში. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4. ქურთუკის სარჩული და მათბუნებლის სარჩული - 100% პოლიესტერი. კომპლექსურად 1 მეტრკვადრატის წონა 230(±5გრ).

2.3. შარვალი (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ჩაშვებული შარვალი. შარვლის წინა ნაწილზე განთავსებულია დამუშავებული დახრილი ჯიბეები, შარვლის წინა მხარის შუა ნაწილში – ნაფენინაფენით, ხოლო უკან შარვალს აქვს ორი ჩაჭრილი ჯიბე. შარვლის სათავე 4სმ სიგრძისაა წინჩაკერებული შოვით მთელ სიგრძეზე. შარვლის სათავეზე დაკერებულია 6სმ-იანი საქამრე. შარვლის სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. შარვალი იკვრება ელვაშესაკრავით, ერთ ღილზე.

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5%) პოლიესტერი და 35% (±5%) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.5.

2.4. . ქვედაბოლო (ქალის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ქვედაბოლო. ქვედაბოლოს კალთა ერთნაწილიანია. ქვედაბოლოს უკანა მხარე ორნაწილიანია. ქვედაბოლოს ცენტრალური ნაკერის თავში ჩაკერებულია მალული ელვაშესაკრავი ქამრის ჩათვლით. ქვედაბოლოს წინა და უკანა ნაწილები დამუშავებულია ამოღებულობებით. ქვედაბოლოს სათავეზე მიკერებული აქვს 4 სმ სიგრძის ქამარი. ქვედაბოლოს სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. ქვედაბოლო დამუშავებულია 3 სმ-იანი შენაკეცით.

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5) პოლიესტერი, 35% (±5) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280 გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.5.

3. ყოველდღიური ზაფხულის ფორმა (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

3.1. პოლოს სტილის მოკლემკლავიანი მაისური;

3.2. შარვალი (მამაკაცის/ქალის);

3.3. ქვედაბოლო (ქალის).

შენიშვნა: ყოველდღიური ზაფხულის ფორმა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს მაისისა და სექტემბრის თვეებში.

3.1. პოლოს სტილის მოკლემკლავიანი მაისური:

ხაკისფერი სწორი სილუეტის მოკლემკლავიანი პოლოს სტილის მაისური. მაისურის საყელო, საყელოსთან მდებარე ფურცლაკი და მანჟეტები არის მუქი ლურჯი. მაისურს საყელოსთან აქვს სამი დამალული ღილი და ღილ-კილო. მაისურს სახელოს ბოლოს აქვს მუქი ლურჯი 2 სმ-იანი რეზინის მანჟეტი. მაისური წელთან ბოლოს შეკეცილია 2სმ-იანი შენაკეცით. მაისურის საყელო არის გადაფენილი. საყელოს ჩაჭრა გულთან არის 12 სმ. მაისურის წინა მარცხენა მხარეს, მარცხნივ გამოსახულია 7სმ-იანი მანდატურის სამსახურის ემბლემა (პრინტით), ხოლო მარჯვენა მკლავზე დატანილი აქვს 6სმ/4სმ-ზე საქართველოს დროშა (პრინტით).

ქსოვილის შემადგენლობა: 50% (±5) ბამბა და 50% (±5) პოლიესტერი. გრამაჟი – 180გრ. (±15%.). ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.5.

3.2. შარვალი (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ჩაშვებული შარვალი. შარვლის წინა ნაწილზე განთავსებულია დამუშავებული დახრილი ჯიბეები, შარვლის წინა მხარის შუა ნაწილში – ნაფენინაფენით, ხოლო უკან შარვალს აქვს ორი ჩაჭრილი ჯიბე. შარვლის სათავე 4სმ სიგრძისაა წინჩაკერებული შოვით მთელ სიგრძეზე. შარვლის სათავეზე დაკერებულია 6სმ-იანი საქამრე. შარვლის სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. შარვალი იკვრება ელვაშესაკრავით, ერთ ღილზე.

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5%) პოლიესტერი და 35% (±5%) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.5.

3.3. ქვედაბოლო (ქალის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ქვედაბოლო. ქვედაბოლოს კალთა ერთნაწილიანია. ქვედაბოლოს უკანა მხარე ორნაწილიანია. ქვედაბოლოს ცენტრალური ნაკერის თავში ჩაკერებულია მალული ელვაშესაკრავი ქამრის ჩათვლით. ქვედაბოლოს წინა და უკანა ნაწილები დამუშავებულია ამოღებულობებით. ქვედაბოლოს სათავეზე მიკერებული აქვს 4 სმ სიგრძის ქამარი. ქვედაბოლოს სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. ქვედაბოლო დამუშავებულია 3 სმ-იანი შენაკეცით.

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5) პოლიესტერი, 35% (±5) ვისკოზა. გრამაჟი: არანაკლებ 280 გრ. ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.5.

4. რადიოსადგურის (რაცია) დასამაგრებლად გამოიყენება რიფსის 4 სმ-იანი ხაკისფერი ქამარი ბალთაზე ორმხრივი შესაკრავით, ზომის მარეგულირებელი ფხრიწზე.

ქსოვილის შემადგენლობა: 100% ნეილონი. გრამაჟი: არანაკლებ 180 გრ.

“.                                                                      

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე