სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023906
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
73
21/02/2023
ვებგვერდი, 22/02/2023
340170000.10.003.023906
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/02/2023 - 30/08/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №73

2023 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.“.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 31 05 17) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების გზით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი  

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე  კოოპერატივი, რომელთანაც შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;

ბ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;

გ) განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების შესახებ;

დ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები;

ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი (არანაკლებ 20 და არაუმეტეს 100 ც/ძ-ის სიმძლავრის), ტრაქტორზე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმპლემენტ(ებ)ი;

ვ) საგრანტო დაფინანსება – დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები დაფინანსება,  რომლის დაფინანსების რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

ზ) თანადაფინანსების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

მუხლი 5. პროგრამის პირობები და პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

1. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;

ბ)  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

2. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

3. პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა (გარდა მაღალმთიანი დასახლებისა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10-ს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 10 მეპაიის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/ მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 20 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში (გარდა მაღალმთიანი დასახლებისა).

5. მაღალმთიან დასახლებაში პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5-ს.

6. მაღალმთიან დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 5 მეპაიის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკისგან იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.

მუხლი 6. პროგრამის თანადაფინანსების პირობები და შეზღუდვები

1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100,000 ლარისა.

2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს:

ა) საკუთარი ფულადი სახსრები;

ბ) სესხი/ლიზინგი, რომელიც გაცემულია, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში;

გ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება.

3. პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა ერთი ან რამოდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, მაგრამ ერთი სახეობის ტექნიკა – არაუმეტეს ერთი ერთეულისა.

4. ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დაფინანსდება არაუმეტეს 3 (სამი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

5. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის ორი ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული/იჯარით მიღებული ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში.

6. იმ შემთხვევაში, თუ  მიწის ნაკვეთ(ებ)ს ჰყავს თანამესაკუთრეები, რომელთაგან ყველა არ არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი, მიწის ჯამურ ფართობში ჩაითვლება ნაკვეთ(ებ)ის ფართობის ის ნაწილი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიის/მეპაიეთა საკუთრებაშია.

მუხლი 7. პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებები

1. ბენეფიციარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში ვალდებულია:

ა) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ბ) შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა;

გ) შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული მიწის ფართობ(ებ)ის მინიმალური ოდენობა;

დ) არ გაასხვისოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;

ე) არ დაუშვას პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

2. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი, გაცემული სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ) დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ, თანადაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლებელია იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე.

4. ბენეფიციარი თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულებისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი.

მუხლი 8.  თანადაფინანსების გაცემის პროცედურა

პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხად(ებ)ისა და დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ  პროცედურას  ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 9. პროგრამის მონიტორინგი

ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად  სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის აუდიტორული დასკვნა.