აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 285
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025834
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
285
24/06/2026
ვებგვერდი, 26/06/2026
340170000.10.003.025834
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/06/2026 - 20/07/2026)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №285

2026 წლის 24 ივნისი

 ქ. თბილისი

 

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში:

1. მონაწილეობას შეძლებენ ის პოტენციური ბენეფიციარები, რომლებსაც არ აქვთ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.

2. ის ბენეფიციარები, ვისთანაც გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, თანადაფინანსებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში არ ექნებათ მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.

3. პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის პროექტის განხორციელების თანხას არ შეიძლება, წარმოადგენდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემული სესხი.

მუხლი 3
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან. 
მუხლი 4
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში უკვე დაფინანსებულ მიწის ნაკვეთებზე და/ან მის ნაწილზე, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პირველადი წარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მრავალწლოვანი კულტურების გაშენების ქვეკომპონენტის ფარგლებში მონაწილეობა დასაშვებია იმ მიწის ნაკვეთებზე და/ან მის ნაწილზე, აგრეთვე მათგან დაყოფის და/ან გაერთიანების  შედეგად წარმოქმნილ მიწის ნაკვეთებზე, მიუხედავად მათი შემდგომი დაყოფისა და/ან გაერთიანებისა, რომლებთან დაკავშირებითაც „სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ შესაბამისი კომპონენტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურებიდან გასულია ხუთი წელი.
მუხლი 5
დაევალოს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ სასაკლაოს მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, უზრუნველყოს სასაკლაოს მოწყობის ან გაფართოების/მოდერნიზების დაგეგმარების პროექტის შეთანხმება.
მუხლი 6
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე  მუხლის შესაბამისად  ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილება.

2. „სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №277დადგენილება.

3. „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილება.

4. „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილება.

5. „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 აგვისტოს №249 დადგენილება.

6. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილება.

7. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის №99 დადგენილება.

8. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 21 მარტის №137 დადგენილება.

9. „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილება.

10. „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილება.

11. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილება.

12. „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილება.

13. „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №252 დადგენილება.

14. „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 თებერვლის №32 დადგენილება.

15. „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილება.

მუხლი 7
ეს დადგენილება არ გავრცელდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/ პროგრამების ფარგლებში წარდგენილ განაცხადებსა და გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული სესხების რეფინანსირებაზე. 
მუხლი 8
ამ დადგენილების ამოქმედებამდე ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში წარდგენილ განაცხადებსა და გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ვრცელდება ამავე დადგენილების მე-6 მუხლში აღნიშნული, ძალადაკარგულად გამოცხადებამდე მოქმედი, შესაბამისი დადგენილებების რედაქციები.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე