დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.024169 |
|
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2023, 340170000.10.003.023906) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივე-ბისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 5 მეპაიის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/ მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით/ქვეიჯარით (იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე სახელმწიფოა) მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 20 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში (გარდა მაღალმთიანი დასახლებისა).“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. იჯარის/ქვეიჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს. იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.“; დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მაღალმთიან დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 5 მეპაიის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით/ქვეიჯარით (იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე სახელმწიფოა) მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.“; ვ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. იჯარის/ქვეიჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.“. 2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის ორი ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული/იჯარით/ქვეიჯარით მიღებული ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები