დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2556-XIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.05.001.020783 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (27/02/2023 - 05/09/2024)
|
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.05.001.019857) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვა − საჯარო დაწესებულების მიერ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტის, მომსახურებისა და შენობის შესყიდვა, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით;“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას;“. 3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრება საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესი ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის.“. 4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. საჯარო შესყიდვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო შესყიდვების სააგენტო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის პრინციპების, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 9 თებერვალი 2023 წ. N2556-XIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები