„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4404-XVIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280020.05.001.102356
4404-XVIმს-Xმპ
05/09/2024
ვებგვერდი, 23/09/2024
300280020.05.001.102356
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.05.001.020783) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის.“.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 სექტემბერი 2024 წ.

N4404-XVIმს-Xმპ