დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.104.016504 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (25/01/2023 - 23/02/2024)
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი „მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად; |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესი
|
ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლებში რეგისტრირებული პირველკლასელთათვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების პრინციპებს, მათ მიმართ კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1. პირველკლასელთა განცხადებისა და დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის წესი 1. განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას პირველკლასელთა მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. 2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ერთერთი მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირველკლასელის დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან. 3. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია პროგრამით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე. 4. ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ვალდებული არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს წარმოუდგინონ თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია მათი პროგრამიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე (იურიდული ფაქტი: სასწავლებლად სხვა მუნიციპალიტეტის სკოლაში გადასვლა). მუხლი 2. პირველკლასელთა მიერ ბარათით სარგებლობა 1. პროგრამის თანახმად, პირველკლასელებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები და მის გამოყენებას შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში. 2. ბარათით სარგებლობა გარკვეულწილად შეზღუდულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან თანხის გამოტანა და ასევე ბარათის გამოყენება ონლაინ გადახდებისთვის. 3. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ მიმართავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით, ბარათის აღდგენის თაობაზე. მუხლი 3. დაფინანსების წყარო 1. პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახრურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად თანხის ჩარიცხვას ბენეფიციარებზე. მუხლი 4. მონიტორინგი 1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგი დაევალოს მერიის კულტურისა და სოციალურ სამსახურს. 2.სამსახური ვალდებულია პროგრამის შესახებ ანგარიში წარუდგინოს მერს ყოველი სასწავლო სემესტრის დასასრულს. მუხლი 5. პროგრამით სარგებლობის შეწყვეტა 1. პროგრამის სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია: ა) მიმდინარე სასწავლო წლის დასრულება. ბ) პროგრამით მოსარგებლე მოსწავლის სასწავლებლად სხვა მუნიციპალიტეტის სკოლაში გადასვლა. 2. მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 6. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. პროგრამა გათვლილია 180 დღიან სასწავლო პერიოდზე წელიწადში და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს საშუალოდ 4 ლარს. 2. პროგრამებით გათვალისწინებულ დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან დამდგარი იურიდიული ფაქტი. 3. დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები