საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023848
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
16/01/2023
ვებგვერდი, 17/01/2023
040030000.10.003.023848
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/01/2023 - 24/07/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №14

2023 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტარიფებისგან განსხვავებული მომსახურების საფასური, შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ბრძანებით განისაზღვროს დაჩქარებული საექსპერტო მომსახურების სახეობები და საექსპერტო მომსახურების ვადები.
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; საქართველოს პროკურატურაზე; საქართველოს დაზვერვის სამსახურზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას. მათ მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.
მუხლი 5
ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ საექსპერტო დაკვეთებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო  მომსახურებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით.
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი