დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 283 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025175 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2023, 040030000.10.003.023848) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; საქართველოს პროკურატურაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე; საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატებზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას. მათ მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები