ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 470200000.22.035.017025
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2/ნ
15/01/2023
ვებგვერდი, 15/01/2023
470200000.22.035.017025
ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/01/2023 - 16/02/2023)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №2/ნ

2023 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დ1 ქვეპუნქტის, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების პირველი მუხლის, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგია, წესი და პირობების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1

1. დამტკიცდეს თანდართული „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი“.

2. ამ ბრძანების დანართის გათვალისწინებით, ფარმაცევტული პროდუტის რეფერენტული  საბითუმო და რეფერენტული საცალო ფასების შესახებ ინფორმაცია ფასების კატალოგის სახით ქვეყნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/ „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგია, წესი და პირობების“ მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. გამოქვეყნებულ ფასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების წარდგენა წარმოებს „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგია, წესი და პირობების“ მე-15 მუხლის შესაბამისად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erpclaims@moh.gov.ge.

მუხლი 2

ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი
10. 06/03/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 24/ნ - ვებგვერდი, 06/03/2024 9. 31/01/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 8/ნ - ვებგვერდი, 31/01/2024 8. 19/12/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 93/ნ - ვებგვერდი, 19/12/2023 7. 03/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 80/ნ - ვებგვერდი, 03/11/2023 6. 01/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77/ნ - ვებგვერდი, 01/11/2023 5. 20/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 68/ნ - ვებგვერდი, 20/09/2023 4. 02/08/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 59/ნ - ვებგვერდი, 02/08/2023 3. 31/05/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 35/ნ - ვებგვერდი, 31/05/2023 2. 16/05/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 30/ნ - ვებგვერდი, 16/05/2023 1. 16/02/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 10/ნ - ვებგვერდი, 16/02/2023