მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016387
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
26/12/2022
ვებგვერდი, 28/12/2022
010250020.35.109.016387
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2022 - 25/01/2023)

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2022 წლის 26 დეკემბერი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-3  და მე-4 პუნქტების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  2023 წლის 1 იანვრიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა



დანართი

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან

სოციალური დახმარების გაცემის წესი

 


 აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) მოსახლეობისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან (შემდეგში – ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების სახეებს, დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, დახმარების გაცემის კრიტერიუმებს, პირობებსა და პროცედურებს, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და დახმარების მისაღებად ბენეფიციართა მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას.

თავი I
სოციალური დახმარების სახეები

 


მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი სოციალური დახმარების სახეებია:

ა) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

ბ) ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება;

გ)  მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება;

დ) 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება;

ე) ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება;

ზ) ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება;

თ) ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება;

ი) მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება;

კ) ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, 9 აპრილის  და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება).


თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და სოციალური დახმარების გასაცემად

საჭირო დოკუმენტაცია


მუხლი 2. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გაიცემა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  მოქალაქეებზე წელიწადში არაუმეტეს 2-ჯერ, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა. დახმარებაში იგულისხმება   დაუფინანსებელი ნაწილის (პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის)  თანადაფინანსება ;

ა) 0-დან 200ლარის ჩათვლით – 100%-ით, 200 ლარს ზემოთ- 50%-ით(არანაკლებ 200 ლარისა) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (ს/ქ 0-დან 65 000 ჩათვლით);

ბ) 250 ლარიდან  – 50%-ით; არაუმეტეს 5 000 ლარსა.

გ)ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით დაფინანსება 50%-ით არაუმეტეს 2 000 ლარისა.   

დ)სპეციალურ კვებაზე მყოფი ბავშვების დაფინანსება წელიწადში 2-ჯერ თანხის – 50%-ით არაუმეტეს 1500 ლარისა;

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი(ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ);

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

4. იმ შემთხვევაში, თუ გაწეული სამედიცინო დახმარების საფასური ბენეფიციარის მხრიდან სრულადაა დაფარული (ბენეფიციარზე გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხა არ ირიცხება კლინიკაში დავალიანებად) მასზე დახმარება არ გაიცემა.    

5. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული, მაღალი ტექნოლოგიური გამოკვლევებისა და სხვა აუცილებლობის შემთხვევაში თანადაფინანსება მოხდება   მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების   საფუძველზე.


მუხლი 3. ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება
1. ახალშობილთა (1 წლამდე) ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 300 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 4. მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება
1. მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება ითალისწინებს:

ა) პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;

ბ) ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;

გ) დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება 3000 ლარის ოდენობით(750ლარი კვარტალურად);

დ) შშმ(მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით;

ე) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა 300 ლარიდან 2000 ლარამდე;

ვ) სტუდენტების ერთჯერადი დახმარება დედ-მამით ობოლი- 2000 ლარით, მარჩენალდაკარგული , სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, შშმპ-1000 ლარით;

ზ) უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;

თ) მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენბით;

ი) რეინტეგრაციის ხელშეწყობა განისაზღვროს შშმ ბავშვის შემთხვევაში - 1500ლარით,  ჯანმრთელი ბავშვის შემთხვევაში -1000 ლარით, ერთჯერადად;

კ) ძალადობის,ტრეფიკინგის მსხვრეპლ პირთა მხარდაჭერა განისაზღვროს 1000 ლარით ერთჯერადად;

ლ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 ლარით.

2. პირველი ჯგუფის უსინათლოს ერთჯერადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში.

ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

3. ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში.

ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

4. დიალიზზე მყოფი მოქალაქის დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში;

ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

5. შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარების (შშმ (მკვეთრად გამოხატული, საწოლს/ეტლს მიჯაჭვული, სოციალურად დაუცველი / 0-დან 65 000-ის ჩათვლით) მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა) მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) შესაბამისი სტატუსის (მკვეთრად გამოხატული) დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სოციალურთა დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

ზ) საბანკო ანგარიში.

თ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა ითვალისწინებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, შშმ პირთა კულტურულ-შემოქმედებით, სპორტული პროექტების დაფინანსებას და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფას. ამ მუხლით დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ შშმ პირებს. (მკვეთრად გამოხატული; ეტლს მიჯაჭვული) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი(არასრულწლოვანის შემთხვევაში დამატებით დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია);

დ) ინფორმაცია შესაბამისი ორგანიზაციიდან კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული პროექტების და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფის შესახებ მომსახურების ხარჯის მითითებით;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

ვ) საბანკო ანგარიში;

ზ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

7. სტუდენტების ერთჯერადი დახმარების (აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს: შშმ პირი; დედ-მამით ობოლი; მარჩენალდაკარგული; სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა) მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

ე) შშმ პირის, დედ-მამით ობლის, მარჩენალდაკარგულის შემთხვევაში  შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის, რომელსაც აქვს მინიჭებული 0-დან 65 000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა,შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტი;

ზ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;

8. უსახლკაროს ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის (დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შემდეგ მოქალაქეს (გარდა სრულწლოვანი დევნილისა) რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩა; მარტოხელა მშობელს; ძალადობის მსხვერპლად აღიარებული პირს; ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია, არ ფლობს სხვა საცხოვრებელ ფართს გარდა დაზიანებული სახლისა და არ ექვემდებარება აღდგენას) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ(ნოტარიულად დამოწმებული);

დ) მოქალაქე (გარდა სრულწლოვანი დევნილისა), რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩა და მარტოხელა მშობლის შემთხვევაში - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე (ბენეფიციარის და მისი ოჯახის წევრების) საკუთრებაში არ უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება;

ე) ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია, არ ფლობს სხვა საცხოვრებელ ფართს, გარდა დაზიანებული სახლისა, და არ ექვემდებარება აღდგენას) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე(ბენეფიციარის საკუთრებაში უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება);

ვ) მარტოხელა მშობლის, ძალადობის მსხვერპლად აღიარებული პირის შემთხვევაში- შესაბამისი სტატუსის დამადსტურებელი დოკუმენტაცია;

ზ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს;

თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

ი) გამქირავებლის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ასლი;

კ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მუნიციპალიტეტსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

9. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში.

ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

10. რეინტეგრაციის ხელშეწყობის ერთჯერადი დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახს, რომლის წევრიც უბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახს. დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;(განმცხდაებელი, ბენეფიციარი);

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

დ) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიგინკის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან შესაბმისი წერილი;

ე) შშმ ბავშვის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საბანკო ანგარიში;

ზ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

11. ძალადობის, ტრეფიგინკის მსხვრეპთა მხარდაჭერის დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს.

დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბანკო ანგარიში;

ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

12. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირს.

დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება);

დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბანკო ანგარიში;

ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 5. 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება
1. 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 2000 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 6. ხანძრით, მიწისძვრით ან სხვა ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება განისაზღვრა საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიხედვით 300-დან 5 000 ლარის ჩათვლით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

) საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების შემთხვევაში:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება).

ა.დ) საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა.

ა.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;

ა.ვ) საბანკო ანგარიში.

) საცხოვრებელი სახლის მეწყერით  დაზიანების შემთხვევაში:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება).

ბ.დ) სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული დასკვნა;

ბ.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;

ბ.ვ) საბანკო ანგარიში.

) მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით საცხოვრებელი სახლის  დაზიანების შემთხვევაში:

გ.ა) განცხადება;

გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება).

გ.დ) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;

გ.ე) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა  500 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მეურვის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 8. ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება
1. ამ მუხლით განისაზღვრა:

ა) გარდაცვლილი ომის მონაწილის სარიტუალო დახმარება – 500 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის)  პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი.

ა.ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება);

ა.ვ) საბანკო ანგარიში.

ბ) გარდაცვლილი დევნილის სარიტუალო დახმარება – 500 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის  ასლი;

ბ.გ) გარდაცვლილის დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) მოწმობის ასლი;

ბ.დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება);

ბ.ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ.ვ) საბანკო ანგარიში.

გ) გარდაცვლილი მარტოხელის სარიტუალო დახმარება – 500 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნეს:

გ.ა) განცხადება;

გ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება);

გ.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ.ე) საბანკო ანგარიში.

2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 9. ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება
1. 18  წლამდე ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა:

ა)   ობლისთვის – 500 ლარით;

ბ) დედ-მამით ობოლისთვის – 1000 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მეურვის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 10. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება
1. მრავალშვილიანი (ოთხი და ოთხზე მეტი ერთ-ერთი მაინც 18 წლამდე) ოჯახების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 200 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სტატუსის მქონე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სსგს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 11. ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, 9 აპრილის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება)
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. დახმარება განისაზღვრა:

ა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცისა და 9 აპრილს დაღუპულის ოჯახისთვის – ერთჯერადად 1000 ლარით;

ბ) შეზღუდული  შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 ლარით.

2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.


თავი III
დახმარების გაცემის უზრუნველყოფა

მუხლი 12. დახმარების გაცემის უზრუნველყოფა
დახმარების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმისა და მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.