„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016392
2
25/01/2023
ვებგვერდი, 26/01/2023
010250020.35.109.016392
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2023 წლის 25 იანვარი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016387) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

 

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 0-დან 200 ლარის ჩათვლით - 100%-ით,  სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ს/ქ 0-დან 65 000 ჩათვლით;

ბ) 200 ლარიდან 50%-ით, არანაკლებ 200 ლარისა და არაუმეტეს 5 000 ლარისა;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლის მეორე  პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალშობილთა (2022-2023 წლებში დაბადებულ 1 წლამდე) ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 300 ლარით.“; 

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უკიდურესად ცუდ ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებ მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უკიდურესად ცუდ ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებ მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა