დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016409 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/11/2023 - 20/12/2024)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი |
აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) მოსახლეობისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან (შემდეგში – ბიუჯეტი) სოციალური დახმარების სახეებს, დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, დახმარების გაცემის კრიტერიუმებს, პირობებსა და პროცედურებს, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და დახმარების მისაღებად ბენეფიციართა მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას. |
თავი I
სოციალური დახმარების სახეები |
მუხლი 1.
სოციალური დახმარების სახეები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი სოციალური დახმარების სახეებია: |
ა)
მოსახლეობის სამედიცინო დახმარება; |
ბ)
ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება; |
გ)
მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება; |
დ)
100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება; |
ე)
ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება; |
ვ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება; |
ზ)
ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება; |
თ)
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება; |
ი)
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება; |
კ)
ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, 9 აპრილის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება). |
თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და სოციალური დახმარების გასაცემად
საჭირო დოკუმენტაცია |
მუხლი 2.
მოსახლეობის სამედიცინო დახმარება |
1.
მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს წელიწადში არაუმეტეს 2-ჯერ, გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა. დახმარებაში იგულისხმება დაუფინანსებელი ნაწილის (პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის) თანადაფინანსება; (არ ფინანსდება არჩეული ექიმი, ვიპ პალატა, სტომატოლოგიური მომსახურება).
ა) 0-დან 200 ლარის ჩათვლით – 100%-ით (მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახზე ს/ქ 0-დან 65 000 ჩათვლით); ბ) 200 ლარიდან – 50%-ით; არანაკლებ 200 ლარისა და არაუმეტეს 5 000 ლარსა; გ) ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით დაფინანსება 50%-ით არაუმეტეს 2 000 ლარისა. დ) სპეციალურ კვებაზე მყოფი ბავშვების დაფინანსება წელიწადში 2-ჯერ თანხის – 50%-ით არაუმეტეს 1500 ლარისა;
|
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი(ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ); ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ვ) პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
|
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
|
4.
იმ შემთხვევაში, თუ გაწეული სამედიცინო დახმარების საფასური ბენეფიციარის მხრიდან სრულადაა დაფარული (ბენეფიციარზე გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხა არ ირიცხება კლინიკაში დავალიანებად) მასზე დახმარება არ გაიცემა.
|
5.
დიაგნოზის დასაზუსტემლად საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული, მაღალი ტექნოლოგიური გამოკვლევებისა და სხვა აუცილებლობის შემთხვევაში თანადაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების საფუძველზე.
|
მუხლი 3.
ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება |
1.
ახალშობილთა (2023-2024 წლებში დაბადებულ 1 წლამდე) ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 350 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. |
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 4.
მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება |
1.
მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება ითალისწინებს:
ა) პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით; ბ) ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით; გ) დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება 3000 ლარის ოდენობით(750 ლარი კვარტალურად); დ) შშმ(მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით; ე) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა 300 ლარიდან 2000 ლარამდე; ვ) სტუდენტების ერთჯერადი დახმარება დედ-მამით ობოლი - 2000 ლარის ფარგლებში, მარჩენალდაკარგული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, შშმპ - 1000 ლარის ფარგლებში; ზ) უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად; თ) უკიდურესად ცუდ ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებ მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით; ი) რეინტეგრაციის ხელშეწყობა განისაზღვროს შშმ ბავშვის შემთხვევაში - 1500 ლარით, ჯანმრთელი ბავშვის შემთხვევაში - 1000 ლარით, ერთჯერადად; კ) ძალადობის,ტრეფიკინგის მსხვრეპლ პირთა მხარდაჭერა განისაზღვროს 1000 ლარით ერთჯერადად; ლ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 ლარით; მ) შშმ (დაუნის სინდრომი) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით. |
2.
პირველი ჯგუფის უსინათლოს ერთჯერადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში; ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
3.
ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში; ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
4.
დიალიზზე მყოფი მოქალაქის დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში; ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
5.
შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარების (შშმ (მკვეთრად გამოხატული, საწოლს/ეტლს მიჯაჭვული, სოციალურად დაუცველი ს/ქ 0-დან 65 000-ის ჩათვლით) მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა) მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) შესაბამისი სტატუსის (მკვეთრად გამოხატული) დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სოციალურთა დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ზ) საბანკო ანგარიში; თ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
6.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა ითვალისწინებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, შშმ პირთა კულტურულ-შემოქმედებით, სპორტული პროექტების დაფინანსებას და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფას. ამ მუხლით დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ შშმ პირებს. (მკვეთრად გამოხატული; ეტლს მიჯაჭვული) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი(არასრულწლოვანის შემთხვევაში დამატებით დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია); დ) ინფორმაცია შესაბამისი ორგანიზაციიდან კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული პროექტების და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფის შესახებ მომსახურების ხარჯის მითითებით; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ვ) საბანკო ანგარიში; ზ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
7.
სტუდენტების ერთჯერადი დახმარების (აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს, რომელიც რეგისტრირებულია მარტვილის მუნიციპალიტეტში და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს: შშმ პირი; დედ-მამით ობოლი; მარჩენალდაკარგული; სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა) მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი. ე) შშმ პირის, დედ-მამით ობლის, მარჩენალდაკარგულის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის, რომელსაც აქვს მინიჭებული 0-დან 65 000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან რეგისტრაციის ამონაწერი. ზ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
8.
უსახლკაროს ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის (დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შემდეგ მოქალაქეს (გარდა სრულწლოვანი დევნილისა) რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩა; მარტოხელა მშობელს; ძალადობის მსხვერპლად აღიარებული პირს; ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია, არ ფლობს სხვა საცხოვრებელ ფართს გარდა დაზიანებული სახლისა და არ ექვემდებარება აღდგენას) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ(ნოტარიულად დამოწმებული); დ) მოქალაქე (გარდა სრულწლოვანი დევნილისა), რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩა, ასევე მარტოხელა მშობლის შემთხვევაში - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე (ბენეფიციარის და მისი ოჯახის წევრების) საკუთრებაში არ უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება; ე) ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია, არ ფლობს სხვა საცხოვრებელ ფართს, გარდა დაზიანებული სახლისა, და არ ექვემდებარება აღდგენას) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე(ბენეფიციარის საკუთრებაში უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება); ვ) მარტოხელა მშობლის, ძალადობის მსხვერპლად აღიარებული პირის შემთხვევაში - შესაბამისი სტატუსის დამადსტურებელი დოკუმენტაცია; ზ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს; თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ი) გამქირავებლის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ასლი; კ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მუნიციპალიტეტსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. |
9.
უკიდურესად ცუდ ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებ მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში; ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
10.
რეინტეგრაციის ხელშეწყობის ერთჯერადი დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახს, რომლის წევრიც უბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახს, რომელმაც დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი;(განმცხდაებელი, ბენეფიციარი); გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); დ) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიგინკის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან შესაბმისი წერილი; ე) შშმ ბავშვის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) საბანკო ანგარიში; ზ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
11.
ძალადობის, ტრეფიგინკის მსხვერპლ პირთა მხარდაჭერის დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი;; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საბანკო ანგარიში; ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
12.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირს, რომელმაც დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საბანკო ანგარიში; ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
13.
დაუნის სინდრომი მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარების (დაუნის სინდრომის მქონე მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ პირზე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით და მუხლი 7-ით მოსარგებლე ბენეფიციარებისა) მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) მეურვის/მხარდამჭერის და დაუნის სინდრომის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100)დიაგნოზი-დაუნის სინდრომი; დ)ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში; ვ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 5.
100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება |
1.
100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 2000 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. |
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 6.
ხანძრით, მიწისძვრით ან სხვა ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება |
1.
ამ მუხლით დახმარება განისაზღვრა საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიხედვით 300-დან 5 000 ლარის ჩათვლით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების შემთხვევაში: ა.ა) განცხადება; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ა.დ) საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა; ა.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე; ა.ვ) საბანკო ანგარიში. ბ) საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების შემთხვევაში: ბ.ა) განცხადება; ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ბ.დ) სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული დასკვნა; ბ.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე; ბ.ვ) საბანკო ანგარიში. გ) მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში: გ.ა) განცხადება; გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); გ.დ) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე; გ.ე) საბანკო ანგარიში. |
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 7.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება |
1.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 500 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტატუსის მქონე პირის დაბადების მოწმობის ასლი; დ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ვ) საბანკო ანგარიში. |
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მეურვის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
|
მუხლი 8.
ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება |
1.
ამ მუხლით განისაზღვრა:
ა) გარდაცვლილი ომის მონაწილის სარიტუალო დახმარება – 500 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნეს: ა.ა) განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი; ა.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ა.ვ) საბანკო ანგარიში. ბ) გარდაცვლილი დევნილის სარიტუალო დახმარება – 500 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნეს: ბ.ა) განცხადება; ბ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) გარდაცვლილის დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) მოწმობის ასლი; ბ.დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ბ.ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ბ.ვ) საბანკო ანგარიში. გ) გარდაცვლილი მარტოხელის სარიტუალო დახმარება – 500 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნეს: გ.ა) განცხადება; გ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი; გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); გ.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ.ე) საბანკო ანგარიში. დ) შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ მათი ნეშტების სარიტუალო ხარჯი – 1 000 ლარით, რომლის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნეს: დ.ა) განცხადება; დ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ) პირადობის მოწმობის ასლი; დ.გ) შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ.დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; დ.ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. |
2.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
|
მუხლი 9.
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება |
1.
18 წლამდე ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა:
ა) ობლისთვის – 500 ლარით; ბ) დედ-მამით ობოლისთვის – 1000 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტატუსის მქონე პირის/პირების დაბადების მოწმობის ასლი; დ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ვ) საბანკო ანგარიში. |
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მეურვის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
|
მუხლი 10.
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება |
1.
მრავალშვილიანი (ოთხი და ოთხზე მეტი ერთ-ერთი მაინც 18 წლამდე) ოჯახების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 300 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) სტატუსის მქონე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სსგს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. |
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
|
მუხლი 11.
ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, 9 აპრილის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება) |
1.
ამ მუხლით დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. დახმარება განისაზღვრა:
ა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცისა და 9 აპრილს დაღუპულის ოჯახისთვის – ერთჯერადად 1000 ლარით; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 ლარით; გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მნიშვნელოვნად გამოხატული) მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 ლარით. |
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) პირველი პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების შემთხვევაში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) პირველი პუნქტის ..ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ვ) საბანკო ანგარიში. |
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
|
თავი III
დახმარების გაცემის უზრუნველყოფა |
მუხლი 12.
დახმარების გაცემის უზრუნველყოფა |
დახმარების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმისა და მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები