დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016349 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2022 - 16/05/2023)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტი თანდართული რედაქციით: |
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ლარი
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ლარი
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 52,037.6 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის
ლარი
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს 27,992,6 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
ლარი
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
ბიუჯეტის შემოსავლები გრანტებიდან ( ტრანსფერები) განისაზღვროს 20 000,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ლარი
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 4 045,0 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის,
ლარი
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
ბიუჯეტისხარჯები განისაზღვროს 37 016,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ლარი
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15 850,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 16 081,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ლარი
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ლარი
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით:
ლარი
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 15 021,5 ათასი ლარი ხოლო, მთლიანი სალდო – 828,9 ათასი ლარის ოდენობით; |
მუხლი 11.
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1 789,1 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით. 3. განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 789,1 ათასი ლარის ოდენობით. ფინანსური აქტვების კლება 1 789,1 ათასი ლარი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშებზე 2023 წლის 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ნაშთიდან გადასახდელების დასაფინანსებლად მიმართული სახსრები. |
მუხლი 12.
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 960,2 ათასი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 960,2 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის’’ ფარგლებში 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას 30,1 ათასი ლარის ოდენობით. ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ნაგებობის რეაბილიტაციის ფარგლებში 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას 99,7 ათასი ლარის ოდენობით და ქობულეთის წყალარინების პროექტის ფარგლებში 2010 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას 830,4 ათასი ლარის ოდენობით. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 4 886,4 ლარს, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 3 926,2 ათასი ლარი. |
თავი II
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები. |
მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
მონაწილეობითი ბიუჯეტი, პრაქტიკაში გამოიყენებენ, როგორც (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება), რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს. მუციპალიტეტის მიერ თანადაფინასნებით მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში, რომელსაც განახორცილებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ და ფუძნებული იურიდიული პირები. მოქმედი თუ შემოსული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ საგრანტო კონკურს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივი თვითმართველობა რაც საშუალებას აძლევს მოიგოს პროექტი და განახორციელოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური მიმართულებით. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
|
მუხლი 14.
.ინფრასტრუქტურის განვითარება. |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 20,814.4 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ლარი
|
მუხლი 15.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5 723,7 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 16.
განათლების ხელშეწყობა |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 9 510.8 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ლარი
|
მუხლი 17.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები |
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5 625,5 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ლარი
|
მუხლი 18.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5 538,7 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ლარი
|
თავი III
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები პრიორიტეტების, პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 20 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 21 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 22 |
2023 წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 23 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 24 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 25 |
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხებისა და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები ასანაზღაურებლად შესაძლებელია გამოყენებული იქნას საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებების 2023 წელს გამოყოფილი ასიგნებები. ამასთან, დავალიანებების დაფარვა შესაძლებელია განხორციელდეს იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 26 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 27 |
2023 წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 330,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 28 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N09 დადგენილება. |
მუხლი 29 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები