„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2482-Xრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.020772
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2482-Xრს-Xმპ
22/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
450140000.05.001.020772
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/12/2022 - 30/06/2023)

 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების განხორციელების წესს, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და მის ფუნქციებს, ამ სფეროებში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების წესსა და პროცედურებს.

2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

3. ამ კანონის მოქმედება მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ვრცელდება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ბ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს საქართველოში, მიუხედავად სათავო ოფისის ადგილმდებარეობისა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების ადგილისა;

გ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოში, თუმცა მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში;

დ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას არ ახორციელებს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მაგრამ მედიამომსახურების მიმწოდებელმა მედიამომსახურების სფეროში საქმიანობა დაიწყო საქართველოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ მედიამომსახურების მიმწოდებლებზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა), რომლებიც:

ა) სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით;

ბ) არ სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით, თუმცა იყენებენ საქართველოს კუთვნილი თანამგზავრის ფუნქციურ რესურსს.

5. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება მედიამომსახურების მიმწოდებელზე, თუ მედიამომსახურება გათვალისწინებულია ექსკლუზიურად მესამე ქვეყნებში მისაწოდებლად და საქართველოს აუდიტორიის მიერ მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით მიღება სტანდარტული სამომხმარებლო მოწყობილობით შეუძლებელია.

6. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ რადიომაუწყებელზე, რომელიც საქართველოს რადიოსიხშირულ სპექტრს იყენებს.

7. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელზე:

ა) რომელიც დაფუძნებულია საქართველოში;

ბ) რომელსაც ჰყავს საქართველოში დაფუძნებული მშობელი საწარმო;

გ) რომელსაც ჰყავს საქართველოში დაფუძნებული შვილობილი საწარმო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში;

დ) რომელიც იმ ჯგუფის წევრია, რომელშიც შედის საქართველოში დაფუძნებული სუბიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი საწარმო ან შვილობილი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შვილობილი საწარმო, საქართველოს გარდა, დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში, ეს კანონი მასზე გავრცელდება, თუკი მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ჯგუფში შემავალი რომელიმე საწარმო, საქართველოს გარდა, დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში, ეს კანონი მასზე გავრცელდება, თუკი მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისთვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი არ ჰყავს, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;“;

ბ) „გ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ4“−„გ6“ ქვეპუნქტები:

„გ4) მშობელი საწარმო − სუბიექტი, რომელიც ერთ ან რამდენიმე შვილობილ საწარმოს აკონტროლებს;

5) შვილობილი საწარმო − სუბიექტი, რომელსაც აკონტროლებს მშობელი საწარმო ან ამ საწარმოში შემავალი ნებისმიერი სხვა საწარმო, რომელსაც საბოლოოდ აკონტროლებს მშობელი საწარმო;

6) ჯგუფი − მშობელი საწარმო, მისი ყველა შვილობილი საწარმო და ყველა სხვა საწარმო, რომელთაც მათთან ეკონომიკური და სამართლებრივი კავშირები აქვთ;“;

გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა;

ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მედიამომსახურების მიმწოდებელს შორის ურთიერთდამოკიდებულება არ არსებობს;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ევროპული წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, ან პროდუქცია, რომელიც თანაწარმოებულია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის აუდიოვიზუალურ სექტორთან დაკავშირებული შეთანხმებების ფარგლებში და რომელიც აკმაყოფილებს ყოველ აღნიშნულ შეთანხმებაში გათვალისწინებულ პირობებს. ევროპული წარმოების პროდუქცია არის აგრეთვე პროდუქცია, რომელიც ძირითადად დამზადებულია საქართველოში ან/და ევროკავშირის ერთი ან ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს რეზიდენტ ავტორებსა და სხვა პირებთან ერთად, თუ ისინი აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ზ.ა) პროდუქცია დამზადებულია ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოში დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებლის მიერ;

ზ.ბ) პროდუქციის წარმოებაზე ზედამხედველობას ახორციელებს და მის ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოში დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებელი;

ზ.გ) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფოებიდან თანამწარმოებლების სრულ თანაწარმოებაში გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა სახელმწიფოებიდან თანამწარმოებელთა მიერ გაწეულ ხარჯებს და თანაწარმოება არ ექვემდებარება აღნიშნული სახელმწიფოების ფარგლების გარეთ დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებლის კონტროლს;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) კომისიის რეგულირების სფერო – ელექტრონული კომუნიკაციების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროები, რომლებშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას და რომლებშიც კომისია საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებებს ახორციელებს;“;

ვ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“−„ს6“ ქვეპუნქტები:

„ს1) მედიამომსახურება − აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა;

2) აუდიოვიზუალური მედიამომსახურება – მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ასეთი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული ტელემაუწყებლობა ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია;

3) აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი – ტელემაუწყებელი ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც აკისრია სარედაქციო პასუხისმგებლობა აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შინაარსის არჩევისთვის და რომელიც მისი ორგანიზების მეთოდს განსაზღვრავს;

4) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება − მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანი ან არსებითი ფუნქციონალი არის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ორგანიზებას, კერძოდ, ჩვენებას, მონიშვნასა და თანამიმდევრობას, განსაზღვრავს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით;

5) მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლი − მოძრავი გამოსახულებების კრებული, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც შეადგენს ინდივიდუალურ მასალას, მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, შექმნა მომხმარებელმა და ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე ატვირთა იმავე მომხმარებელმა ან სხვა მომხმარებელმა;

6) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს;“;

ზ) „ტ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ3“ და „ტ4“ ქვეპუნქტები:

„ტ3) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი − აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით მომხმარებელი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ, თავის მიერ შერჩეულ დროს უყურებს პროგრამებს;

4) სარედაქციო პასუხისმგებლობა − პროგრამების შერჩევასა და მათ ორგანიზებაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება მაუწყებლის მიერ პროგრამების ქრონოლოგიური განრიგის საშუალებით ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ პროგრამების კატალოგის საშუალებით;“;

თ) „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების დაწყება;

ც) პროგრამა – მოძრავი გამოსახულებების კრებული, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც არის ტელემაუწყებლის მიერ ორგანიზებული ქრონოლოგიური განრიგის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის კატალოგის შემადგენელი ინდივიდუალური ნაწილი, მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, აგრეთვე პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით რადიომაუწყებლის მიერ ეთერში ხმით გადაცემული რადიოპროდუქცია. პროგრამებს მიეკუთვნება მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები, სპორტული ღონისძიებები, საბავშვო პროგრამები, ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ვიდეორგოლები, სერიალები და ა. შ.;“;

ი) „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:

„ც1) სარედაქციო გადაწყვეტილება − გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება რეგულარულად სარედაქციო პასუხისმგებლობის განხორციელების მიზნით და მედიამომსახურების ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირდება;“;

კ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია – გამოსახულება, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეის და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ასეთი გამოსახულებები თან ახლავს ან/და ინტეგრირებულია პროგრამაში/მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და მოიცავს კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement). აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მოიცავს აგრეთვე რადიომაუწყებლობის ეთერში განთავსებულ კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement);“;

ლ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;“;

მ) „ჰ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ9) სპონსორობა – ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის, პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება იმ პირის მიერ, რომელიც ჩართული არ არის მედიამომსახურების, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების ან შესაბამისი ნაწარმოებების შექმნის საქმიანობაში თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;“;

ნ) „ჰ11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ11) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან განთავსებული კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, აგრეთვე თუ ერთი მედიამომსახურების მიმწოდებელი მედიამომსახურებას ახორციელებს მეორე მედიამომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით;“;

ო) „ჰ13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ13) ქცევის კოდექსი − ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს;“;

პ) „ჰ16“ და „ჰ17“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით რეგისტრაცია;

17) პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) − საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ან მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;“;

ჟ) „ჰ20“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ21“−„ჰ24“ ქვეპუნქტები:

„ჰ21) ავტორიზებული პირი − კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მედიამომსახურების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს;

22) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება − გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეულ დროს;

23) ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია – მედიამომსახურების მიმწოდებლის, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლის მიერ პროდუქტის, მომსახურების ან პროდუქტის მწარმოებლის ან მომსახურების მიმწოდებლის სახელის, სავაჭრო ნიშნის ან საქმიანობის სიტყვიერი ან გრაფიკული გამოსახულების პროგრამებში განთავსება რეკლამირების განზრახვით იმგვარად, რომ ამ გამოსახულებათა პროგრამებში განთავსების დანიშნულებამ აუდიტორია შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს. ამგვარი აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია პროგრამებში განზრახ განთავსებულად მიიჩნევა, თუ განხორციელებულია საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ;

24) ტერორიზმისკენ მოწოდება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3301 მუხლით გათვალისწინებული ქმედება.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა

1. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს მოქალაქისთვის ან მეწარმე სუბიექტისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

4. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის რეგულირება“.

5. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია:

ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი;

გ) სალიცენზიო პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით;

ე) სიხშირეების მინიჭება;

ვ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი;

თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა;

ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი;

კ) ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მედიამომსახურებების საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი;

ლ) მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

მ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება;

ნ) ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი;

ო) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით;

პ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

ჟ) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კომისია მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ მედიაპლურალიზმის, კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების, თანასწორობის, მომხმარებლების უფლებების დაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თავისუფალი კონკურენციის განვითარების უზრუნველსაყოფად.“.

6. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.“.

7. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლის მითითებით კომისია თავის ვებგვერდზე აქვეყნებს დაუყოვნებლივ.“.

8. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.“.

9. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებს შეეხება, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) რადიომაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ;

გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ;

დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ;

ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საზოგადოებრივი აზრისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

კ) აუდიტის დასკვნას;

ლ) ავტორიზებული მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების შესახებ;

მ) მედიაწიგნიერების ხელშესაწყობად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.“.

10. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებზე.“.

11. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზაცია“.

12. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციისა და ლიცენზირების მიზნებისთვის მაუწყებლობის სფეროს მიეკუთვნება მედიამომსახურებები და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებები.

2. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე.

3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა, ექვემდებარება ავტორიზაციას.

4. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით.“.

13. 362 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. ავტორიზაციის ორგანიზება

მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას;

გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

14. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. მაუწყებლობის სახეები და სახეობები, მაუწყებლობის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციისას მისათითებელი ინფორმაცია

1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.

2. მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.

3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა და საუნივერსიტეტო მაუწყებლობა.

4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება პროგრამების თემატიკა/თემატიკები. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.

5. გეოგრაფიული არეალის მიხედვით მაუწყებლობა არის ეროვნული ან ადგილობრივი.

6. პროგრამების ხელმისაწვდომობის მიხედვით მაუწყებლობა/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო.

7. მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება:

ა) მაუწყებლობის ენა/ენები;

ბ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს;

გ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

დ) მაუწყებლობის დაწყების ვადა;

ე) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა.

8. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისთვის ავტორიზაციისას მიეთითება:

ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები;

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია;

გ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა.

9. სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ტრანზიტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის რადიომაუწყებლობის უცვლელი სახით გადასაცემად თავისუფალი საეთერო დროის განმავლობაში, როდესაც რადიომაუწყებლობის ტრანზიტის უზრუნველმყოფი პირი საკუთარ მაუწყებლობას არ ახორციელებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის არხზე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი რადიომაუწყებლის ტრანზიტი დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38მუხლი:

„მუხლი 382. ავტორიზაცია/ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება

1. ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.

16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 402 მუხლი:

„მუხლი 402. კომერციული გადაფარვა

1. მაუწყებლობის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების გადაცემის კომერციული გადაფარვა ან მოდიფიცირება დაიშვება მხოლოდ მაუწყებლის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის თანხმობით.

2. მაუწყებლის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის თანხმობა არ მოითხოვება, თუ კომერციული გადაფარვა ემსახურება:

ა) მოწყობილობის კონტროლის ინტერფეისს ან პროგრამის ნავიგაციის ისეთ საშუალებებს, როგორებიც არის ხმის სარეგულირებელი, ძებნის, ნავიგაციის, არხების სიის ფუნქციონალი;

ბ) საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.

3. დასაშვებია მონაცემების კომპრესიის ტექნიკის და სხვა ისეთი ტექნიკის გამოყენება, რომელთა მიზანია შესაბამისი მომსახურების მედიუმთან ადაპტაცია, მაუწყებლობის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შინაარსის შეუცვლელად.“.

17. 451 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 451. ავტორიზაციის ერთიანი წესი

1. სათემო, კერძო ან საუნივერსიტეტო მაუწყებლობის, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

2. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა თაობაზე, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

დ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომელთა ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები;

ვ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

თ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ი) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

კ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა თაობაზე, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

დ) ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ;

ე) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

ვ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა.

4. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა თაობაზე, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

დ) მომსახურების შესახებ მონაცემები, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება მიეკუთვნება სხვა მომსახურების ნაწილს, აღნიშნული მომსახურების თაობაზე მონაცემები;

ე) უფლებამოსილი საკონტაქტო პირის მონაცემები;

ვ) მომსახურების აღწერა, მათ შორის, მონაცემები იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურება ამ კანონით გათვალისწინებული ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებას მიეკუთვნება, მომსახურების გავრცელების საშუალება;

ზ) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურებაზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება;

თ) ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე ინფორმაცია ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული საშუალებების შესახებ;

ი) კომისიის დადგენილებით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

5. მედიამომსახურების სფეროში ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში − შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია;

დ) განსახორციელებელი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ან რადიომაუწყებლობის კონცეფცია;

ე) ფიზიკური პირისთვის − ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ვ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის − ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების თაობაზე, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციები;

ზ) საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირისთვის − ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (მისი არსებობის შემთხვევაში).

6. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს პირთა ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

7. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება.

8. ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

9. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას, ან ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

10. ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.

11. პირებს უფლება აქვთ, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდება დაიწყონ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

12. ავტორიზებული პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) თუ იგი არის მაუწყებელი, ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო თუ ავტორიზებული პირი არის გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, მაშინ იგი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

13. საქართველოში ავტორიზებულმა პირმა თავის ვებგვერდზე უნდა უზრუნველყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა:

ა) ავტორიზებული პირის სახელი;

ბ) ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართი;

გ) ავტორიზებული პირის საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც უზრუნველყოფს მასთან სწრაფი და ეფექტიანი დაკავშირების შესაძლებლობას;

დ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისია არის ის კომპეტენტური მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეუძლია მიმართოს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

14. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

15. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე.

16. ავტორიზაცია შეჩერდება:

ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენამდე;

გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება ავტორიზებულ პირს.

18. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ ავტორიზებული პირის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

19. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

20. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მედიამომსახურების განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისთვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.

21. ავტორიზაცია გაუქმდება:

ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას.

22. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1− IV3თავები:

   „თავი IV1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება

მუხლი 452. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, არასრულწლოვანებსა და ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებით

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი პროგრამების კატალოგში განათავსოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული პროგრამები კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. თუ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში ხორციელდება ისეთი პროგრამების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ და მორალურ განვითარებას, ასეთი პროგრამები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ არასრულწლოვანებმა ეს პროგრამები, როგორც წესი, ვერ ნახონ ან ვერ მოისმინონ. ასეთი პროგრამები შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების თანხლებით. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები დგინდება ამ კანონითა და კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა შეთავაზებული პროგრამების კატალოგის არანაკლებ 30% უნდა დაუთმოს ევროპული წარმოების პროდუქციას და უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგში მისი თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებზე, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ ან მცირერიცხოვანი აუდიტორია ჰყავთ. ამ პუნქტის მიზნებისთვის დაბალი შემოსავალი და მცირერიცხოვანი აუდიტორია განისაზღვრება კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.

თავი IV2. მედიამომსახურებების მიღება, გავრცელება და ტრანზიტი

მუხლი 453. მედიამომსახურებების მიღება და გავრცელება

1. საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია სხვა სახელმწიფოებში ავტორიზებული/ლიცენზირებული მედიამომსახურებების თავისუფალი მიღება და შეუზღუდავი გავრცელება.

2. კომისია უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დროებით არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მედიამომსახურების გავრცელება, თუ:

ა) მედიამომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტისა და 561 და 562 მუხლების მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას და ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ ჩაიდინა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა;

ბ) მედიამომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 552 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რისკს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ეროვნულ უშიშროებას და თავდაცვას და ბოლო 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდინა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა.

3. კომისიამ წერილობით უნდა შეატყობინოს მედიამომსახურების მიმწოდებელს სავარაუდო დარღვევისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც კომისია გეგმავს, იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა კვლავ განმეორდება. კომისიამ მედიამომსახურების მიმწოდებელს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გამოხატოს სავარაუდო დარღვევის შესახებ საკუთარი მოსაზრება.

4. თუ მედიამომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 552 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რისკს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ეროვნულ უშიშროებას და თავდაცვას, კომისია უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში დარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში შეაჩეროს მედიამომსახურების გავრცელება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნების დაუცველად. ასეთ შემთხვევაში კომისიამ შესაბამისი დარღვევისა და კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მედიამომსახურების მიმწოდებელსა და ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოს, რომლის იურისდიქციაშიც ექცევა მედიამომსახურების მიმწოდებელი.

თავი IV3. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება

მუხლი 454. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები არასათანადო ვიდეორგოლების, პროგრამებისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებასთან დაკავშირებით

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს თავისი პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლების, პროგრამებისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელება:

ა) რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას;

ბ) რომლებიც მიმართულია პირის ან პირთა ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციისკენ და რომლებიც ახდენს ამ ნიშნებით მიუღებლობაზე დაფუძნებული ზიზღის გავრცელებას, წაქეზებას, წახალისებას ან გამართლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მასალის შინაარსიდან გამომდინარე;

გ) რომელთა გავრცელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მუხლი 455. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით

1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მარკეტინგს, გაყიდვას და ორგანიზებას იგი ახორციელებს.

2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები, რათა დაცული იყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მარკეტინგს, გაყიდვას და ორგანიზებას იგი არ ახორციელებს.

3. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია;

ბ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის განთავსებისას გამოყენებული არ უნდა იყოს ქვეცნობიერზე ზეგავლენის მომხდენი ტექნიკა;

გ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია:

გ.ა) არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას;

გ.ბ) არ უნდა შეიცავდეს ან ახდენდეს წახალისებას სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციისას;

გ.გ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას;

გ.დ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს;

დ) სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის, აგრეთვე ელექტრონული სიგარეტისა და კონტეინერების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის ყველა ფორმა აკრძალულია;

ე) ალკოჰოლური სასმელების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მიმართული არ უნდა იყოს კონკრეტულად არასრულწლოვანებისკენ და მან არ უნდა წაახალისოს ასეთი სასმელების ჭარბი მოხმარება;

ვ) აკრძალულია იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია, რომლებიც რეცეპტით გაიცემა;

ზ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ უნდა აყენებდეს არასრულწლოვანებს ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ ზიანს, იგი პირდაპირ არ უნდა მოუწოდებდეს არასრულწლოვანებს, შეიძინონ პროდუქტი ან მომსახურება მათი გამოუცდელობის ან ნდობის გამოყენებით, პირდაპირ არ უნდა წაახალისოს ისინი, რომ დაარწმუნონ მშობლები ან სხვები, რათა შეიძინონ რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება, არ უნდა გამოიყენოს არასრულწლოვანების განსაკუთრებული დამოკიდებულება მშობლების, მასწავლებლების ან სხვა პირების მიმართ, არ უნდა ჩააგდოს არასრულწლოვანები სახიფათო მდგომარეობაში.

მუხლი 456. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებების შესრულების ღონისძიებები

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა განახორციელოს და შეიმუშაოს შემდეგი ღონისძიებები და მექანიზმები:

ა) მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების, პროგრამებისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა მომსახურების მიწოდების პირობებსა და წესებში;

ბ) ისეთი ფუნქციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეორგოლების ამტვირთავი მომხმარებლები შეძლებენ იმის დეკლარირებას, რომ ვიდეორგოლები შეიცავს აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას, რამდენადაც მათ იციან ან უნდა იცოდნენ ამის შესახებ;

გ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებისთვის გამჭვირვალე და მოსახერხებელი მექანიზმების შექმნა და ფუნქციონირება, რათა მომხმარებლებმა შეატყობინონ ან მიანიშნონ ვიდეოგაზიარების პლატფორმის პროვაიდერს ამ კანონის დარღვევით მასალის განთავსების შესახებ ან შეაფასონ ეს მასალა;

დ) ისეთი ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი აუხსნის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და მინიშნების შედეგებს;

ე) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებისთვის ასაკის გადამოწმებისა და მშობლის კონტროლის სისტემების შექმნა ისეთ მასალასთან მიმართებით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას;

ვ) მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალე, ადვილად გამოსაყენებელი და ეფექტიანი პროცედურების შემუშავება და ფუნქციონირება;

ზ) მედიაწიგნიერების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების უზრუნველყოფა და ამ ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება.

მუხლი 457. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ადეკვატურობა და პროპორციულობა

1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული. ღონისძიებების პირობები და მოცულობა განისაზღვრება პლატფორმაზე განთავსებული მასალის ბუნების შესაბამისად, გაითვალისწინება მასალის განთავსებით გამოწვეული სავარაუდო ზიანი, დასაცავ პირთა ჯგუფის მახასიათებლები, აგრეთვე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების, ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლებისა და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესები.

2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების პირობებსა და მოცულობას, მათ შორის, მიმწოდებლის ზომის, მომხმარებლების რაოდენობისა და მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნების გათვალისწინებით, ადგენს კომისია.

მუხლი 458. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობ

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია.“.

19. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. არქივი

ყველა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს თავის მიერ გავრცელებული პროგრამები, ვიდეორგოლები და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციები. დავის არსებობის შემთხვევაში დავასთან დაკავშირებული პროგრამები, ვიდეორგოლები და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციები დავის დასრულებამდე ინახება.“.

20. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. ევროპული წარმოების პროდუქციის ხელშეწყობა

1. ტელემაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისთვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.

2. მაუწყებელმა თავისი სატელევიზიო დროის სულ მცირე 10% (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ან შენაცვლებით თავისი პროგრამების ბიუჯეტის სულ მცირე 10% ტელემაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ შექმნილ ევროპული წარმოების პროდუქციას უნდა დაუთმოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ევროპული წარმოების პროდუქციისთვის სატელევიზიო დროის გამოყოფის პროპორციულობა დაცული იქნება, თუ სატელევიზიო დრო გამოიყოფა ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც ვრცელდება მისი შექმნიდან 5 წლის განმავლობაში.

4. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებზე.“.

21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51მუხლი:

„მუხლი 512. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები

1. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან განგრძობითად და პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საკუთარი მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროპორციული ღონისძიებების განხორციელებით. კომისია ადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მედიამომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის სტანდარტებს.

2. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა კომისიას 3 წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინონ ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

3. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ადგენენ სამოქმედო გეგმას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საკუთარი მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ და კომისიას წარუდგენენ 3 წელიწადში ერთხელ.

4. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან კომისიის მიერ დადგენილი წესით იქმნება ერთიანი, ადვილად, საჯაროდ ხელმისაწვდომი (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის) ონლაინსაკონტაქტო პორტალი, რომელზედაც განთავსდება ინფორმაცია და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საჩივრების მიღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ.

5. აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა კომისიის მიერ დადგენილი წესით უნდა უზრუნველყოს საგანგებო ინფორმაციის, მათ შორის, საჯარო კომუნიკაციებისა და სტიქიური უბედურების სიტუაციების შესახებ განცხადებების, გავრცელება იმგვარად, რომ ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

6. სმენადაქვეითებული, სმენის არმქონე, მხედველობადაქვეითებული და უსინათლო პირთათვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესს, მათ შორის, ასეთი პროგრამების მომზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით მაუწყებლების, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისა და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლების უფლებებსა და ვალდებულებებს ადგენს კომისია.“.

22. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. ჯეროვანი სიზუსტე

მაუწყებლები ვალდებული არიან მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.“.

23. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52მუხლი:

„მუხლი 521. პასუხის უფლება

1. დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს, შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.

3. შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ:

ა) შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში;

ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი;

გ) შესწორებას ან უარყოფას პირდაპირი კავშირი არ აქვს საწყის განცხადებასთან ან მისი ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის, ან თუ ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა ფაქტის შესწორება ან უარყოფა;

დ) შესწორება ან უარყოფა შეიცავს ცილისწამებას, გამოიწვევს მაუწყებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობას, შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას;

ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს;

ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.

4. საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.“.

24. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 552 მუხლი:

„მუხლი 552. სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა

1. აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე.

2. აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას.“.

25. 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 563 მუხლი:

„მუხლი 563. არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების კომერციული მიზნით გამოყენების აკრძალვა

აკრძალულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეგროვებული ან მათ მიერ სხვაგვარად გენერირებული არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება კომერციული მიზნით, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანის პროფილის შექმნით, ქცევისკენ მიმართული სარეკლამო შეთავაზების მიზნით.“.

27. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა

მედიამომსახურების მიმწოდებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიომონტაჟის ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელისა და მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ეს გავლენა ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული.“.

28. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-8 პუნქტები:

„4. ტელემაუწყებლები, რომლებიც გადასცემენ მთავარ მოვლენას მოკლე საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქების მიზნით, ვალდებული არიან სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით უზრუნველყონ სხვა მაუწყებლების დაშვება მთავარი მოვლენის გადაცემაზე. მთავარი მოვლენის გადაცემაზე დაშვების პირობები დაშვების მსურველს უნდა ეცნობოს დროულად, მთავარი მოვლენის დადგომამდე იმგვარად, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდეს მთავარი მოვლენის გადასაცემად.

5. თუ ტელემაუწყებელი ფლობს მთავარი მოვლენის გაშუქების ექსკლუზიურ უფლებას, დაშვება აღნიშნული მოვლენების საინფორმაციო გამოშვებებში გასაშუქებლად მოპოვებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მთავარი მოვლენის გადაცემაზე დაშვების უზრუნველსაყოფად ტელემაუწყებლებს საშუალება უნდა მიეცეთ, თავისუფლად აირჩიონ მოკლე ნაწყვეტები ტელემაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალიდან, როგორც სულ მცირე მათი საინფორმაციო წყაროების მითითებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

7. მოკლე ნაწყვეტები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების მიზნებისთვის. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში მოკლე ნაწყვეტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგივე პროგრამა გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი მაუწყებლის მიერ შეთავაზებულია ჩანაწერის სახით.

8. ტელემაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალიდან მოკლე ნაწყვეტების ხანგრძლივობა 90 წამს არ უნდა აღემატებოდეს. ტელემაუწყებელს უფლება აქვს, მოკლე ნაწყვეტის გამოყენებისთვის მოითხოვოს კომპენსაცია. ამ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა დაშვების უზრუნველყოფიდან პირდაპირ წარმოშობილი დამატებითი ხარჯების ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.“.

29. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის საკუთრება“.

30. 61-ე და 62-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის საკუთრების გამჭვირვალობა

1. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია;

ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ;

გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;

ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;

ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ.

2. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

3. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:

ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს;

ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს;

გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს.

4. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

მუხლი 62. ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის საკუთრების ცვლილება

1. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

2. კომისია იღებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოსაზრებათა პლურალიზმის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ცვლილების შედეგად ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის საკუთრების აკრძალული კონცენტრაციის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად.“.

31. 63-ე მუხლის:

ა) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23−27 პუნქტები:

„23. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია.

24. რეკლამაში ნებისმიერი სახით ომის პროპაგანდა აკრძალულია.

25. აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს ან ახდენს წახალისებას სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციისას.

26. რეკლამა, რომელიც შეიცავს პორნოგრაფიას, შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

27. აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს იმ ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მედიამომსახურების მიმწოდებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსისთვის. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსისთვის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.

4. რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. რეკლამა და ტელეშოპინგი მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი სხვა ნაწილებისგან ოპტიკური, ხმოვანი ან/და სივრცითი ნაწილებით.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება ალკოჰოლური სასმლის ტელეშოპინგზე. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ფარმაცევტული პროდუქციის ტელეშოპინგზე.“;

დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია, რეკლამით არ შეიძლება შეწყდეს, ხოლო საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ. საბავშვო პროგრამის ტელეშოპინგით შეწყვეტა დაუშვებელია.“;

ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამის განთავსება აკრძალულია.“.

32. 64-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა 6 საათიდან 18 საათამდე პერიოდში არ აღემატებოდეს ამ პერიოდის 20%-ს და 18 საათიდან 24 საათამდე პერიოდში არ აღემატებოდეს ამ პერიოდის 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე, ურთიერთდამოკიდებული მაუწყებლების პროგრამებსა და აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებებთან დაკავშირებით და ნეიტრალურ ჩარჩოებზე, რომლებიც განთავსდება პროგრამებსა და რეკლამას ან ტელეშოპინგის ჭრებს შორის და ინდივიდუალურ სარეკლამო ჭრებს შორის.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3პუნქტი:

„31. მაუწყებლის არხზე, გარდა ბუნებრივი ინტერვალებისგან შემდგარი სპორტული ღონისძიებების გადაცემისა, განცალკევებული კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსება დაუშვებელია.“.

33. 66მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე მაუწყებლის საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფინანსების ან თანადაფინანსების შემთხვევებისა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დააფინანსოს მაუწყებლის მიერ სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციისთვის გაწეული დამატებითი ხარჯები ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში მაუწყებელმა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კომისიას უნდა წარუდგინოს გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების შესახებ ანგარიში, რომელსაც უნდა დაურთოს შესაბამისი პირველადი ფინანსური დოკუმენტები (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა. შ.). კომისიამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი და დაადასტუროს, რომ ეთერში გასული სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემა შეესაბამებოდა კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჟესტური ენით, სუბტიტრებითა და აუდიოდესკრიფციით გადაცემების მომზადებისა და განთავსების სახელმძღვანელო წესებს.“.

34. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე გავლენის მოხდენა ან მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაში ჩარევა.“.

35. 69მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 691. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება

1. დასაშვებია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. აკრძალულია პროდუქტის განთავსება:

ა) ახალი ამბების პროგრამებში;

ბ) მომხმარებელთა უფლებების შესახებ პროგრამებში;

გ) რელიგიურ პროგრამებში;

დ) საბავშვო პროგრამებში.

3. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ:

ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსსა და პროგრამების განრიგში განთავსებაზე − მაუწყებლობის შემთხვევაში ან კატალოგში განთავსებაზე − გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შემთხვევაში, მათ შორის, მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე;

ბ) იგი არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას;

გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

4. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მისი მომსახურების ფარგლებში განთავსებულ დამოუკიდებელ პროგრამაზე.

5. აკრძალულია პროგრამაში იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების განთავსება, რომლებიც რეცეპტით გაიცემა.

6. დაუშვებელია პროგრამაში იმ პროდუქტის განთავსება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

36. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 70. ანგარიშვალდებულება

1. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ მათ მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამების, რეკლამის, სპონსორების შესახებ ინფორმაციისა და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

2. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

3. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს.

4. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

5. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ.

6. კომისია ადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ფორმებში ასახული უნდა იყოს მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინონ კომისიას ანგარიშგების ფორმები.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს კომისია აქვეყნებს ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში.

8. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ 7 000 ლარზე მეტი შეადგინა.

9. კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდონ ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

10. კომისიის უწყებრივ რეესტრში აისახება ინფორმაცია იმ კრიტერიუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებზე ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია. მედიამომსახურების მიმწოდებლებმა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებმა ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციის განსაზღვრაზე, კომისიას უნდა შეატყობინონ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.“.

37. 71-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.“.

38. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი

1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.

2. მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.

3. მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს.

5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

6. მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

39. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე−41-ე პუნქტები:

„35. კომისიამ 2025 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესი.

36. მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი 2029 წლის 1 იანვრამდე ვალდებული არიან უზრუნველყონ განთავსებული პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

37. კომისიამ 2024 წლის 1 იანვრამდე მიიღოს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების ქცევის კოდექსი. ამ აქტის მიღებამდე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებზე ამ კანონის მე-14 მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს.

38. კომისიამ 2024 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები ევროპული წარმოების დათმობის ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით დაბალი შემოსავლის ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ.

39. კომისიამ 2024 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების პირობებისა და მოცულობის განსაზღვრის წესი. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დადგენამდე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებები არ მოქმედებს.

40. კომისიამ 2024 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მედიამომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირების წესი.

41. მედიამომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის 1 ივლისამდე არ დაეკისრებათ ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამავე კანონის 521 და 552 მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო.“.

მუხლი 2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას, ვალდებული არიან კანონით დადგენილი წესით გაიარონ ავტორიზაცია ამავე კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2022 წ.

N2482-Xრს-Xმპ