„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3449-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.020986
3449-XIმს-Xმპ
30/06/2023
ვებგვერდი, 18/07/2023
450140000.05.001.020986
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.12.2022, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020772) პირველი მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. ევროპული წარმოების პროდუქციის ხელშეწყობა

1. ტელემაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) უმეტესი ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისთვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.

2. მაუწყებელმა თავისი სატელევიზიო დროის სულ მცირე 10% (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ან შენაცვლებით თავისი პროგრამების ბიუჯეტის სულ მცირე 10% ტელემაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ შექმნილ ევროპული წარმოების პროდუქციას უნდა დაუთმოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ევროპული წარმოების პროდუქციისთვის სატელევიზიო დროის გამოყოფის პროპორციულობა დაცული იქნება, თუ სატელევიზიო დრო გამოიყოფა ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც ვრცელდება მისი შექმნიდან 5 წლის განმავლობაში.

4. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებზე.“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ივნისი 2023 წ.

N3449-XIმს-Xმპ