დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016651 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (06/12/2022 - 20/01/2023)
|
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ პუნქტის საფუძველზე და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის, მე-2 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ა) განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის ტარიფები დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის მარშუტები დანართი №2-ის შესაბამისად; გ) დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის მოძრაობის განრიგი დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას ცალკეული კატეგორიებისათვის შეღავათიანი ტარიფები შემდეგი სახით:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლებლის მომართვის საფუძველზე) 50%-იანი ფასდაკლება; გ) ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის 50%-იანი ფასდაკლება; დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინეული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო; ე) 0-6 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო; ვ) სკოლის მოსწავლეებისთვის 50%-იანი ფასდაკლება; ზ) სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება; თ) საპატიო ზუგდიდელებისათვის – უფასო. |
| მუხლი 3 |
შეღავათიანი ან უფასო მგზავრობით მოსარგებლე პირებმა მგზავრობისას თან უნდა იქონიონ შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი (შშმ პირის, სტუდენტის/მოსწავლის ბარათი, ვეტერანის და მათთან გათანაბრებული პირის, დაბადების მოწმობა, უფასო სასადილოს ბენეფიციარის, სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლის, საპატიო ზუგდიდელის) მოწმობები ან/და დოკუმენტები. |
| მუხლი 4 |
დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება შპს “ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ან მისი კონტრაქტორის) მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. |
| მუხლი 5 |
დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებით მოსარგებლე პირების მიმართ გასაცემი შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელთაც შესაბამისი უწყებებიდან, გამოითხოვს შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“ ან მისი კონტრაქტორი. |
| მუხლი 6 |
დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ან მისის კონტრაქტორის მიერ მონაცემთა განახლება ხდება არანაკლებ თვეში ერთხელ. |
| მუხლი 7 |
შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“ ან მისი კონტრაქტორი მოთხოვნის საფუძველზე მიღებული მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა) ბარათის დაბლოკვას ან უფასო და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლების გაუქმებას. |
| მუხლი 8 |
დადგენილების მე-2 მუხლის განსაზღვრულ პირებზე გაცემულ სამგზავრო პლასტიკურ ბარათებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მისი მფლობელის სახელი (ან სახელი ინიციალი), გვარი და პირადი ნომერი. |
| მუხლი 9 |
შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტმა“ ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო (ნულოვანი) და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ. |
| მუხლი 10 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები