„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016675
19
30/03/2023
ვებგვერდი, 03/04/2023
010250050.35.105.016675
„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2023 წლის 30 მარტი

ქ. ზუგდიდი

„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 დეკემბრის №40 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 06/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016651) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-2 მუხლის „ა-ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის – უფასო;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო;

ე) 0-10 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო;

ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის (გარდა 0-10 წლამდე ბავშვებისთვის/მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც მგზავრობა უფასოა) – 50%-იანი ფასდაკლება;

ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება; “;

ბ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი (ან მისი კონტრაქტორი), რომელიც გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-2 მუხლით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების (რომელიც შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ფორმის) დამზადებასა და გაცემას. ამასთან, დადგენილების მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ ბავშვთა რიგ კატეგორიაზე 0-10 წლამდე ასაკის ბავშვებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათი არ გაიცემა, გარდა 6-10 წლამდე ასაკის ბავშვებისა, რომლებიც არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

2. შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“ უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან ჰქონდეს გაფორმებული/გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.“

გ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

1. დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მიმართ გასაცემი შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელთაც შესაბამისი დაწესებულებებიდან გამოითხოვს შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“ ან/და დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ან მისი კონტრაქტორი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:

ა) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ბ) დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ასევე გასცემს ინფორმაციას, დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან 6-10 წლამდე იმ ბავშვებზე, რომლებიც არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები;

გ) დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

დ) დადგენილების მე-2 მუხლის „დ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტიებთ დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.“;

დ) დადგენილების მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ან მისი კონტრაქტორის) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

2. დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“ უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.

3. დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ან მისი კონტრაქტორი) შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 1 (ერთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.

4. დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან (ან მის კონტრაქტორთან) მიმართვის საფუძველზე.“;

ვ) დადგენილების მე-8 ამოღებულ იქნეს;

ზ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარის 91 მუხლი:

მუხლი 91

ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ (ს/ნ 220413844) ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.“;

თ) დადგენილების პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა