დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 395 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040003000.22.033.017635 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/12/2022 - 28/12/2022)
|
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან. |
|
სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობები
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობები“ (შემდგომ – წესი) არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის – საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომ – საბაჟო დეპარტამენტი) თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურებასთან, ასევე სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომ – სპეციალური წოდება) შესაბამის წოდებრივ სარგოსთან, წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებთან და მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2. შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა 1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას. 2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) დღემდე მიიღონ შრომის ანაზღაურება. 3. შრომის ანაზღაურება შედგება: ა) სპეციალური წოდების მქონე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისთვის – თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე, სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან (გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისა), წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან; ბ) საბაჟო დეპარტამენტში სამოქალაქო პირად დანიშნული თანამშრომლისთვის – თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან; გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის თანხის, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომ – სამსახური) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო ნუსხით. 5. საბაჟო დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. 6. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა (მათ შორის, საბაჟო დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება სამუშაო დღეების მიხედვით. 7. შრომის ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 8. შრომის ანაზღაურების დარიცხვას ახორციელებს სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი. მუხლი 3. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისთვის მინიჭებული სპეციალური წოდებების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ოდენობა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისთვის მინიჭებული სპეციალური წოდებების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:
მუხლი 4. წელთა ნამსახურობის დანამატი 1. სპეციალური წოდების მქონე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად ეძლევათ ნამსახურობის დანამატები სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით, შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%; ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%; გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%; დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20%. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე – საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილეს დაუანგარიშდებათ თანამდებობრივი სარგოსა და სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ჯამიდან, ხოლო უმცროსი სპეციალური წოდების მქონე – საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილეს წელთა ნამსახურობის დანამატი დაუანგარიშდებათ თანამდებობრივი სარგოს თანხიდან. 3. სპეციალური წოდების მქონე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების დათვლისას ნამსახურობაში ითვლება სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, რომელთაც უკავიათ სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები და დადგენილი წესით მიენიჭებათ სპეციალური წოდებები, წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას ნამსახურობაში ჩაეთვლებათ სპეციალური წოდების გარეშე მუშაობის პერიოდიც, რაზედაც გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სპეციალური წოდების მქონე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეზე ნამსახურები (მათ შორის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური წოდების გარეშე ნამსახურები) კალენდარული წლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისათვის. 6. სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დარიცხვას განახორციელებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციის მიღების მომენტიდან. მუხლი 5. შრომის ანაზღაურება დროებითი ფუნქციების შესრულების დროს 1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოვალეობის ან დროებით არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება ეკისრება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებით (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა ვაკანტური თანამდებობისათვის ან დროებით არმყოფი თანამშრომლის თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში – უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. 2. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოვალეობის ან დროებით არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება ეკისრება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 3. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც დროებით ცალკეული ფუნქციის შესრულება ეკისრება სხვა სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, უნარჩუნდება სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობა და თანამდებობრივი სარგო. მუხლი 6. შრომის ანაზღაურება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში სპეციალური წოდების მქონე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში თანამდებობრივი სარგო, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილი წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი უნარჩუნდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის, დროებითი შრომისუუნარობისა (თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს) და ანაზღაურებადი შვებულების შემთხვევებში. მუხლი 7. სახელფასო დანამატი 1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი. 2. სახელფასო დანამატი გაიცემა სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 8. ფულადი ჯილდო 1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტში დასაქმებულ თანამშრომელზე ფულადი ჯილდოს გაცემა ხორციელდება მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, აგრეთვე შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ფულადი ჯილდოს გაცემა ხორციელდება მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეზე ფულადი ჯილდო გაიცემა მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები