„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 040003000.22.033.018078
351
13/11/2026
ვებგვერდი, 16/11/2026
040003000.22.033.018078
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №351

2026 წლის 13 ნოემბერი 

ქ. თბილისი

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040003000.22.033.017635) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესის და პირობების“:

1.  მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შრომის ანაზღაურების დარიცხვას ახორციელებს სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი.“.

2.  მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსზე, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელზე ნამსახურები (მათ შორის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური წოდების გარეშე ნამსახურები) კალენდარული წლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისათვის.

6. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დარიცხვას განახორციელებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციის მიღების მომენტიდან.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, საბაჟო დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოადგილეს – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის/ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მართლსაწინააღმდეგო (მათ შორის, დანაშაულებრივი) ქმედებების პრევენციისათვის/გამოვლენისა და აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზების; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებისა და მობილიზების; გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და გამარტივებისათვის საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის (სრულყოფის) მიზნით განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 7000 ლარი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი