დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 411 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040003000.22.033.017751 |
|
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 02/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040003000.22.033.017635) დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობების“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სახელფასო დანამატი 1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს ან/და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დამატებითი ანაზღაურების მიზნით, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი: ა) საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, საბაჟო დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოადგილეს – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის/ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მართლსაწინააღმდეგო (მათ შორის, დანაშაულებრივი) ქმედებების პრევენციისათვის/გამოვლენისა და აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზების; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებისა და მობილიზების; გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და გამარტივებისათვის საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის (სრულყოფის) მიზნით განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 7000 ლარი; ბ) საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს/უფროსის მოადგილეს, სამმართველოს განყოფილების უფროსს, საბაჟო ლაბორატორიის უფროსს, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსს/უფროსის მოადგილეს/სამმართველოს უფროსს ან მის მოადგილეს, გაფორმების განყოფილების უფროსს, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს/უფროსის მოადგილეს/სამმართველოს ან განყოფილების უფროსს/ცვლის უფროსს – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკონტროლო/არალეგალური ტვირთბრუნვის (განსაკუთრებით, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების) აღკვეთის მიზნით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების/დამუშავების და სათანადო რეაგირების; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესების (განვითარების) ან საბაჟო ფორმალობების დახვეწის/გამარტივების მიზნით, საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საპროექტო წინადადებების შემუშავების (წარდგენის)/სამსახურში ან საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე მნიშვნელოვანი (აქტუალური) პროექტ(ებ)ის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაო ჯგუფ(ებ)ის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის ან ხელმძღვანელობის; ასევე მისადმი დაქვემდებარებული, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მათზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 6000 ლარი; გ) საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს (მთავარი მებაჟე-ოფიცერი, უფროსი მებაჟე-ოფიცერი, მებაჟე-ოფიცერი, მთავარი ანალიტიკოსი, წამყვანი ანალიტიკოსი, ანალიტიკოსი, მთავარი აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, აუდიტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, მთავარი ინჟინერი, წამყვანი ინჟინერი, კინოლოგ-ოფიცერი, მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, კინოლოგ ინსტრუქტორი, მთავარი ვეტერინარი, უფროსი ვეტერინარი, ვეტერინარი, მთავარი სანიტარი, უფროსი სანიტარი, სანიტარი, მთავარი ფიტოსანიტარი, უფროსი ფიტოსანიტარი, ფიტოსანიტარი) – მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე/საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების ან/და ფიზიკური პირების აღრიცხვასთან და მათ საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული სამუშაოების მოსალოდნელზე მეტი რაოდენობით განხორციელების; განსაკუთრებული მნიშვნელობის მართლსაწინააღმდეგო (მათ შორის, დანაშაულებრივი) ქმედებების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების; მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის – საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების /გამოცხადების (სატრანსპორტო საშუალება) ვადებისა და პირობების კონტროლისა და სათანადო რეაგირების; მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის – საბაჟო დეკლარაციების/რეექსპორტის დეკლარაციების შევსების, რეგისტრაციის ნომრების მინიჭების, დამუშავების, შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების და საქონლის (მათ შორის, საფოსტო გზავნილების) გაფორმების, საბაჟო დეკლარაციებში/რეექსპორტის დეკლარაციებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების; მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის – გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობებისა და ვალდებულების შესრულების მიზნით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლისა და სათანადო რეაგირების; საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვანი რაოდენობის შეუსრულებელი საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების; იარაღის, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური მასალების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის)/ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან (ან რისგანაც შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება) ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ/ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებების, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, არაიოდიზებული მარილის და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანაზე კონტროლის განხორციელების მიზნით განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების; საინფორმაციო ბაზების, საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით ან სხვა საშუალებებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობის რისკის ფაქტორების გამოვლენის, რისკის პროფილების შემუშავებისა და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე განხორციელების; სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების კონტროლის მიზნით, განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის ღონისძიებების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე განხორციელების; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების/სავალუტო კონტროლის განხორციელების მიზნით განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების; ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული ნივთიერებების, ფეთქებად და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ სხვა საგანთა აღმოსაჩენად განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის კინოლოგიური მომსახურების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე განხორციელების; საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და სასაქონლო კოდის განსაზღვრის/საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაოების შესრულების; თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის/საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების კომპლექსური კონტროლის განხორციელების შედეგად განსაკუთრებული მნიშვნელობის დარღვევების გამოვლენის; განსაკუთრებით საშიში დაავადების გამოვლენის/გენმოდიფიცირებული პროდუქციის იდენტიფიცირების/საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელში სახიფათო ნივთიერებების გამოკვლევის მიზნით, საქონლის ქიმიური შემადგენლობის კვლევითი ან/და ფიზიკური თვისებების დადგენითი სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების; მომსახურების ხარისხისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების განხორციელების; საბაჟო კონტროლთან და საბაჟო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინიცირებული პროგრამული მოდულების/რეკომენდაციების დანერგვა-გაუმჯობესებისთვის სათანადო ღონისძიებების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე განხორციელების; გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და გამარტივებისათვის საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის (სრულყოფის) უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის ან/და მოსალოდნელზე მეტი საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მათ შორის, მეთოდური მითითებების/პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების) პროექტების მომზადების; სამსახურში/საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში/სასამართლოში მიმდინარე – განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის ან/და მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის დავებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის ერთიანი პოზიციის შემუშავებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადების შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 5000 ლარი; დ) საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს (მთავარი მებაჟე-ოფიცერი, უფროსი მებაჟე-ოფიცერი, მებაჟე-ოფიცერი, მთავარი ანალიტიკოსი, წამყვანი ანალიტიკოსი, ანალიტიკოსი, მთავარი აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, აუდიტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, მთავარი ინჟინერი, წამყვანი ინჟინერი, კინოლოგ-ოფიცერი, მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, კინოლოგ ინსტრუქტორი, მთავარი ვეტერინარი, უფროსი ვეტერინარი, ვეტერინარი, მთავარი სანიტარი, უფროსი სანიტარი, სანიტარი, მთავარი ფიტოსანიტარი, უფროსი ფიტოსანიტარი, ფიტოსანიტარი), გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, – მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის/განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების სხვა შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 2000 ლარი. 3. სახელფასო დანამატი გაიცემა სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები